შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა FR

კონკურსის მიზანი

ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი      ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას:

 

პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს წელიწადში, თუ პროექტის ძირითად პერსონალში არ არის ჩართული ახალგაზრდა მეცნიერი;
  • პროექტში ერთი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45000 ლარს, ხოლო ორი ან მეტი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში - 50000 ლარს;
  • პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის;
  • დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 000 ლარს წელიწადში;
  • ზედნადები ხარჯები - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 5%-ს.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • ელექტრონული რეგისტრაცია - 2021 წლის 20 აპრილი - 25 მაისის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები -  19 მაისი (ფინანსური კონსულტაცია) 14:00 საათი (პროგრამული და ფინანსური კონსულტაცია) 21 მაისი 14:00 საათი  დასასწრებად გადადით ბმულზე;
  • შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 მაისი;
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა- 2021 წლის 4 ივნისის 16:00 საათამდე;
  • რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2021 წლის მაისი -ივნისი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2021 წლის ივნისი - ივლისი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ - 2021 წლის ივლისი - დეკემბერი;
  • დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა - 2022 წლის იანვარი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2022 წლის იანვარი - თებერვალი;
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2022 წლის თებერვალი - მარტი.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

 

  • პირობები - დანართი 1;
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში;
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG);
  • პროფესიული ბიოგრაფია - CV - დანართი 4, ივსება GMUS-ში;
  • უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - დანართი 5 (ENG);
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი -  დანართი 6, ივსება GMUS-ში;
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 7, ივსება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG);
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 (GEO/ENG);
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-ში;
  • ტექნიკური კითხვები GMUS სისტემაში;
  • ხშირად დასმული კითხვები;
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია.

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
  • ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით fr@rustaveli.org.ge   15 მაისის ჩათვლით. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ლანა დავითულიანი: პროგრამული საკითხები - 598 17 17 09  (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

თამარ აზარიაშვილი: პროგრამული საკითხები 

 

კონსულტანტები პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე:

ანა კობერიძე

სალომე ოდიშვილი

თამარ პატარკაციშვილი

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, გამოცხადებულია დასვენების დღეები და გთხოვთ, წარმოსადგენი იურიდიული დოკუმენტების მომზადება დაგეგმოთ სამუშაო დღეებში!  

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!