შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტ „ეთიკის“ ფარგლებში ეროვნული სამუშაო შეხვედრა ქალაქ თელავში

 

2025 წლის 23-24 ივნისს, ქალაქ თელავში, კახეთი, გაიმართა ევროკავშირის  პროგრამის „ერაზმუს+“  პროექტ „ეთიკის“ - „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ - ეროვნული სამუშაო შეხვედრა (სემინარი). მასპინძელი ინსტიტუციის სტატუსით კონსორციუმის წევრებს უმასპინძლა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კვლევის ეთიკისა და ინტეგრირებულობის მიმართულებით ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერება. ორდღიანი პროგრამა მიზნად ისახავდა პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის პლატფორმის შექმნას, რათა მათ ერთმანეთთან გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება, განეხილათ ინსტიტუციური რეგულაციები და ერთობლივად შეემუშავებინათ მდგრადი აკადემიური მხარდაჭერის სტრუქტურები.
შეხვედრის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა:
- უნივერსიტეტებში ეთიკის რეგულაციების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- კვლევის ეთიკის კომიტეტების (REC) გაძლიერების ხელშეწყობა;
- ცალკეულ ინსტიტუციაზე ინდივიდუალურად მორგებული აკადემიური მხარდაჭერის სერვისების განვითარება;
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ერთობლივად შემუშავება ეთიკის საკითხების მდგრადი და სისტემური ინტეგრირებისთვის.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელით აღნიშნულ მივლინებაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის სპეციალისტმა, პროექტის კოორდინატორმა - თინათინ კუჭუხიძემ.

 

ეროვნული სტრუქტურული პროექტის “კვლევის პასუხისმგებლიანად  წარმართვა   - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS) მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე, სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში.

ეთიკის პროექტის კონსორციუმი შედგება 17 წევრისგან.

პროექტის კოორდინატორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი,
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/en

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://bit.ly/409XMB8