SP - საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
კონკურსის მიზანი
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით, ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.
კონკურსის სამიზნე ჯგუფები: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.
ხანგრძლივობა: პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა – არაუმეტეს 6 თვისა.
კონკურსის კოორდინატორები: ეკატერინე მიქაუტაძე;