შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

 

კონკურსის აბრევიატურა LEO

 

კონკურსის მიზანი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.

კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს. კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია.

 

კონკურსის ადმინისტრირება 

 

2021 წლის 18 თებერვალი - 8 აპრილის 18:00 საათამდე – კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმის/პირველადი იდეის და შევსებული საგანაცხადო ფორმის წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge

აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - პირველ ეტაპზე რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

აპრილი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია პირველ ეტაპზე კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ.

აპრილი - მაისი - პირველ ეტაპზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება კომისიის მიერ.

მაისი - კომისიის მიერ მეორე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა.

2021 წლის 28 სექტემბრის 18:00 საათამდე - კონკურსის მეორე ეტაპზე პროექტის აღწერილობა, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge

2021 წლის 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე – კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის წარდგენა ფონდის კანცელარიაში; რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2021 წლის 1 ოქტომბრის  18:00 სთ-მდე. 

 

ოქტომბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

ოქტომბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია მეორე ეტაპზე კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ.

ოქტომბერი - მეორე ეტაპზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება კომისიის მიერ.

ოქტომბერი - კომისიის მიერ კონკურსის ფინალზე -საკონკურსო გამოფენაზე გადასული პროექტების გამოვლენა.

ნოემბერი - საკონკურსო გამოფენაზე გამარჯვებულების გამოვლენა.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

26 თებერვალი, 26 მარტი – 16:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში , შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე

2 აპრილი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის № 98 დადგენილება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 18 თებერვლის N10 ბრძანება
  • სამეცნიერო მიმართულებები და ქვემიმართულებები - დანართი 8
  • პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები - დანართი 6
  • მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები - დანართი 7

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის წესი და პირობები - დანართი 1
  • პირველ ეტაპზე წარსადგენი განაცხადის ფორმა - დანართი 2
  • პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა - დანართი 4
  • მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 3
  • მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა - დანართი 5

  

დამხმარე მასალები

ხშირად დასმული შეკითხვები

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით leo@rustaveli.org.ge 2/04/2021-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კონკურსის კოორდინატორები:

ქეთევან გორგაძე;

მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა kajaia@rustaveli.org.ge , 577 97 72 02 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

 

საკონტაქტო ინფორმაცია: leo@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!