ფონდი აცხადებს 2025 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა: SPF
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია: საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა; საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ჯგუფური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
1 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის 18:00 საათამდე – საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
27 ოქტომბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
ოქტომბერი - ნოემბერი - საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა);
ნოემბერი - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების მოხსნის შესახებ;
ნოემბერი - დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და გამარჯვებულების გამოვლენა;
ნოემბერი - დეკემბერი – გამარჯვებული საკონკურსო განაცხადების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების საჯარო გამოცხადება ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
6-15 ოქტომბერი - 11:00 საათი - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, შეხვედრის წინა დღეს)
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 მარტის №85/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 29 სექტემბრის №147 ბრძანება
- ცვლილება გენერალური დირექტორის N 147 ბრძანებაში
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი №3)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი №4) - ივსება და იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას PDF ფორმით
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №5) - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №6) - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი №5 (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე spf@rustaveli.org.ge
კონკურსის კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4402)
გისურვებთ წარმატებებს!