შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ELSEVIER- წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ. 
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა ELSEVIER BV-ს შორის 2014 წელს გაფორმდა ELSEVIER-ის გამოწერის შეთანხმება. შეთანხმება განახლდა 2017 წელს. ამ პერიოდში ELSEVIER- ით სარგებლობა შეეძლო 21 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს, სადაც გაერთიანებული იყო სახელმწიფო უნივერსიტეტები, შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

2019 წლიდან განახლდა  ხელშეკრულება და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში ავტორიზებულ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაერთონ Elsevier-ის სისტემაში და უფასოდ ჰქონდეთ წვდომა ბაზებზე- Scopus Science Direct, funding institutional (Scival funding), რაც აძლევთ  შესაძლებლობას, უსასყიდლოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის;

ELSEVIER ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 55 ორგანიზაციას:

  1. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  2. სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  6. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  9. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  10. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  11. სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  12. სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
  13. სსიპ - ივანე ბერიტაშვილი სექსპერიმენტული ბიომედიცინისცენტრი
  14. სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  15. სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობისმეცნიერებათა აკადემია
  16. სსიპ-გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი
  17. სსიპ - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
  18. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  19. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  20. სსიპ-საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  21. სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  22. სსიპ- შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  23. სსიპ- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  24. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  25. სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
  26. სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  27. სსიპ-ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი
  28. შპს-გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  29. შპს-კავკასიის უნივერსიტეტი
  30. შპს-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  31. შპს-ღია სასწავლო უნივერსიტეტი
  32. შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  33. შპს-თბილისის თავისუფალი უნივერიტეტი
  34. შპს-საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერისიტეტი
  35. შპს-საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  36. შპს-ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  37. შპს-ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
  38. შპს-ევროპის უნივერსიტეტი
  39. შპს-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
  40. შპს-პეტრ შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  41. შპს- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
  42. შპს-საქართველოს უნივერსიტეტი
  43. შპს-სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
  44. შპს- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
  45. შპს-ქუთაისის უნივერსიტეტი
  46. შპს- ,,საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ"
  47. შპს-გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
  48. შპს-თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
  49. შპს-სასწავლო უნივერსიტეტი ,,გეომედი’’
  50. ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
  51. ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  52. ა(ა)იპ გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია
  53. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
  54. ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA)
  55. ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისათვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებია: ScienceDirect®;
Scopus® Funding Institutional( Scival Funding)

დამატებით, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წვდომა  მიიღო სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისა რეცენზენტთა საძიებო ბაზაზე-Experts Lookup. აღნიშნულ მონაცემებთან წვდომა ფონდის თანამშრომლებს  შესაძლებლობას აძლევს, სწორად და სწრაფად შეარჩიონ ფონდის კონკურსებისთვის შემფასებელი   ექსპერტები  მიმართულებების მიხედვით.


ბაზებზე წვდომის ღირებულება შეადგენს 970. 681. 05 ევროს და სრულიად ფინანსდება სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.