შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 15 თებერვალს, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VI სხდომა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, საკოორდინაციო საბჭო, რომლის  წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება და განსაზღვრავს ფონდის ხედვას, პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ხარისხის ზედამხედველობას. ამასთანავე, საბჭო ადგენს ფონდის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს. საერტაშორისო საკოორდინაციო საბჭო 2 დღე იმუშავებს.

ფონდის თანამშრომლები საბჭოს წარუდგენენ და განიხილავენ: ახალი პროგრამის პორტფოლიოსა და 2018 წლის სამუშაო გეგმას (ბიუჯეტი და პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობა; მეცნიერების კომუნიკაცია; შეფასების სქემები; ხარისხის კონტროლი; ეფექტიანობის შეფასება; გრანტების მენეჯმენტის ელექტრონული სისტემა(GMUS); განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგია, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის (STI) სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები; ფართომასშტაბიანი STI პროექტები - შესაძლო კავშირი ფონდის პროგრამებთან; პოლიტიკა ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტსა (DUBNA) და ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციის მიმართ (CERN); 2019 წლის გამოწვევები და ახალი სქემები; პროგრამებისა და გრანტების მონიტორინგი; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის ხელშეწყობა (მონაწილეობის სქემები - PSF, EU twinning)).

16 თებერვალს ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო დაასრულებს ზამთრის სხდომის მუშაობას, შეაჯამებს განხილულ საკითხებს და მომზადებს რეკომენდაციებს რიგით VII სხდომის შეკრებამდე.