შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2022 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის

 

კონკურსის სახელწოდება
სახელმწიფო საგრანტო კონკურსი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის

 

კონკურსის აბრევიატურა HE

 

კონკურსის მიზანი
ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები
ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი წელიწადში:
• 100 000 ლარი საზღვარგარეთ განხორცილებული კვლევითი პროექტისათვის
• 70 000 ლარი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის
პროექტის განხორციელების პერიოდი: 24 ან 36 თვე

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
გამოცხადების თარიღი: 8 სექტემბერი, 2022
ჯგუფური კონსულტაციების თარიღები:

20 სექტემბერი, 2022 15:00 სთ. შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე : https://us02web.zoom.us/j/81472579042?pwd=K3BHKzBXVFVXaVRDOU83b2RwVXJPdz09
29 სექტემბერი, 2022 15:00 სთ. შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე :https://us02web.zoom.us/j/87582378114?pwd=OHRHWkp5eXkrUlQ3dkx1OHo0eXRHUT09
შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი, 2022

ელექტრონული რეგისტრაციის გახსნა: 14 სექტემბერი, 2022
რეგისტრაციის ბოლო ვადა:
ელექტრონული: 17 ოქტომბერი, 2022 16:00 სთ.
კანცელარიაში: 24 ოქტომბერი, 2022 16:00 სთ.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ ბრძანება
ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 8 სექტემბრის N170 ბრძანება 

ფონდის გენერალური დირექტორის N170 ბრძანებაში ცვლილება

ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 8 სექტემბრის N170 ბრძანება

ფონდის გენერალური დირექტორის  N170 ბრძანებაში ცვლილება - ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 17 ოქტომბრის N194 ბრძანება

ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 11)

სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 12)
შეფასების კრიტერიუმები


პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
• კონკურსის პირობები (დანართი 1);
• პროექტის კრებსითი ინფორმაცია - ივსება GMUS-ში;
• საპროექტო წინადადება (დანართი 3) ;
• ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია - CV (დანართი 4, გენერირდება GMUS-ში მეცნიერის პროფილიდან);
• უცხოელი კონსულტანტის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი 5);
• პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ივსება GMUS-ში;
• პროექტის ბიუჯეტი -  ივსება GMUS-ში;
• ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8);

  • სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ თანხმობის წერილი (დანართი 9);
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-ში;

 


ელექტრონული რეგისტრაციის ლინკები
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (გაიხსნება 14 სექტემბრის 16:00 საათზე)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ლინკი)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
• პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
• ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
• დამატებუთი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით he@rustaveli.org.ge 06/10/2022 - მდე.

 

კოორდინატორი:

თორნიკე სხირტლაძე: პროგრამული საკითხები - 032 2 200 220 (4133) - დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში

 

ლანა დავითულიანი: პროგრამული საკითხები - 032 2 200 220 (4302) - დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში

 

 პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონტაქტო ინფორმაცია: he@rustaveli.org.ge

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!