ფონდი აცხადებს 2026 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა YS
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები:
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- აგრარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე (2026 წლის 2 ივნისამდე) ბოლო 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.
კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.
- ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
- ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს საქართველოში ან უცხოეთში მოღვაწე კონსულტანტ(ებ)ი;
- პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.
ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 35 000 ლარს, ორ წელიწადში - 70 000 ლარს.
პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 17 000 ლარს);
ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 16 000 ლარს);
გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 2000 ლარს).
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2026 წლის 2 ივნისიდან - 2026 წლის 23 ივნისის 16:00 საათამდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები
- ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2026 წლის 15 ივნისი;
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2026 წლის 3 ივლისის 18:00 საათამდე;
- კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება - 2026 წლის ივლისი;
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2026 წლის ივლისი-აგვისტო;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება - 2026 წლის ივლისი - ნოემბერი;
- დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება –2026 წლის ნოემბერი - დეკემბერი;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანება
- ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 2 ივნისის № 655948 ბრძანება
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი
- შეფასების კრიტერიუმები
- დაფინანსების წესი
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები
- პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (GEO/ENG) - დანართი 3
- ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფია - CV - დანართი 4, ივსება GMUS-ში;
- მენტორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი (GEO/ENG) - დანართი 5
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 6, ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 7, ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 8
- ცნობა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 9
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული - გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე ys@rustaveli.org.ge
კოორდინატორები:
ნინო აბუსელიძე - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4016)
ქეთევან გორგაძე -პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4402)
ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: ys@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებას!