ფონდი აცხადებს 2026 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა CS
კონკურსის მიზანი
კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირება
- 2026 წლის 20 მარტი - 17 აპრილი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
- 2026 წლის 24 აპრილი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
- აპრილი-მაისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
- მაისი-ივნისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
- მაისი-ივნისი - პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;
- ივლისი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება
ჯგუფური კონსულტაციები:
25 მარტი , 1 აპრილი - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, შეხვედრის წინა დღეს)
20 აპრილი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №172/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 16 მარტის N 314722 ბრძანება
- დაფინანსების წესი
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ(დანართი 2) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება(დანართი 3) - ქართულ ენაზე
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 4) - ქართულ ენაზე - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 5) - ქართულ ენაზე - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 6) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7) - ივსება GMUS-ში
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი 8) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9) - ივსება GMUS-ში
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 10)
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 11, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი 12) - ქართულ ენაზე
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13, ნიმუში ) - ქართულ ენაზე - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 14, ნიმუში) - ქართულ ენაზე - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 6) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7) - ივსება GMUS-ში
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 15) - ივსება GMUS-ში
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 16)
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 17)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით: cs@rustaveli.org.ge
კოორდინატორები:
შორენა დარჩიაშვილი - პროგრამული საკითხები
საკონტაქტო ტელეფონი: 2 200 220 (4024)
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!