ფონდი აცხადებს 2026 წლის „რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივ სამეცნიერო კვლევით საგრანტო კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა RSU
კონკურსის მიზანი
რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სამეცნიერო პოტენციალის განვითარება და კვლევითი საქმიანობის სტიმულირება პედაგოგიკის, აგრარული მეცნიერებებისა და ტურიზმის მიმართულებებით, აგრეთვე აკადემიურ და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კონკურსი მიზნად ისახავს რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამორჩეული ხარისხის ინოვაციური კვლევების განვითარების ხელშეწყობას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. კონკურსი მიმართულია ახალი ცოდნის შექმნისა და არსებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერისკენ. კონკურსი ასევე, მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის გარემოს გაუმჯობესებას, თანამედროვე სამეცნიერო-კვლევით ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლებას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უნივერსიტეტების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათ კვლევით საქმიანობაში ჩართვის გზით. კონკურსი ხელს უწყობს აგრეთვე მეცნიერების პოპულარიზაციას საზოგადოებაში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში განხორციელებული გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება და პროექტის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს შემდეგ რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს:
- სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონკურსი მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს:
- ა) აგრარული მეცნიერებები;
- ბ) პედაგოგიკა;
- გ) ტურიზმი.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტების წარდგენა შესაძლებელია ოთხი თემატური მიმართულებით:
ა) გამოყენებითი კვლევები;
ბ) სამეცნიერო (ფუნდამენტური) კვლევები;
გ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების (კონფერენცია, კონგრესი, სიმპოზიუმი, სეზონური სკოლა) ორგანიზება და მეცნიერების პოპულარიზაცია;
დ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და განვითარება.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა:
ა) „ა“ და „ბ“თემატური მიმართულებებისათვის უნდა შეადგენდეს 12 ან 24 თვეს;
ბ) „გ“ და „დ“ თემატური მიმართულებებისათვის 12 თვეს.
პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი წლიური ბიუჯეტი უნდა შეესაბამებოდეს თემატურ მიმართულებებს შემდეგი სქემის მიხედვით:
|
თემატური მიმართულება |
მაქსიმალური წლიური ბიუჯეტი (ლარი) |
დაფინანსების მაქსიმუმი პროექტის ხანგრძლივობის მიხედვით (ლარი) |
|
|
12 თვე |
24 თვე |
||
|
ა) გამოყენებითი კვლევები; ბ) სამეცნიერო (ფუნდამენტური) კვლევები; |
100 000 |
100 000 |
200 000 |
|
გ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების (კონფერენცია, კონგრესი, სიმპოზიუმი, სეზონური სკოლა) ორგანიზება და მეცნიერების პოპულარიზაცია; |
30 000 |
30 000 |
|
|
დ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და განვითარება. |
50 000 |
50 000 |
|
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით – 2026 წლის 26 აგვისტო;
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია – 2026 წლის 1 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის 16:00 სთ-მდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - ზუსტი თარიღი და დრო გამოქვეყნდება მოგვიანებით;
- ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2026 წლის 2 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე;
- საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა – 2026 წლის ოქტომბერი;
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება – 2026 წლის ოქტომბერი - ნოემბერი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ – 2026 წლის ნოემბერი - დეკემბერი;
- კონკურსში გამარჯვებული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება – 2026 წლის ნოემბერი - დეკემბერი;
- კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2026 წლის ნოემბერი - დეკემბერი;
- საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2026 წლის დეკემბერი.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 26 ივნისის №85/ნ ბრძანება;
- ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 26 აგვისტოს № 1098983 ბრძანება;
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი;
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი;
- შედეგების ამსახველი მასალების ჩამონათვალი;
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
- კონკურსის პირობები - დანართი 1;
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში;
- საპროექტო წინადადება - დანართი 3;
- პროფესიული ბიოგრაფია - CV - დანართი 4, ივსება GMUS-ში;
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-ში;
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში;
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 7;
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 8, გენერირდება GMUS-დან;
- ხშირად დასმული კითხვები;
- საკონსულტაციო პრეზენტაცია.
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
- ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
კონკურსის კოორდინატორები:
მარიამ ბეციაშვილი, ელ-ფოსტა: mbetsiashvili@rustaveli.org.ge; ტელ: +(995) 593 265200
ნათელა პაპავა, ელ-ფოსტა: papava@rustaveli.org.ge;
კონსულტანტები პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე:
ზურაბი აბრამიშვილი, ელ-ფოსტა: zabramishvili@rustaveli.org.ge;
ანა კობერიძე, ტელ: ელ-ფოსტა: akoberidze@rustaveli.org.ge;
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!