ფონდი აცხადებს 2026 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა: OTG
კონკურსის მიზანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია - 2026 წლის 13 მარტიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 2026 წლის 8 აპრილის 18:00 საათამდე;
პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - კონკურსში რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - აპრილი-მაისი;
შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - აპრილი-მაისი;
კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ - მაისი-ივნისი;
გამარჯვებული პროექტების დამტკიცება - მაისი-ივნისი;
კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - მაისი-ივნისი;
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება - ივნისი.
ჯგუფური კონსულტაციები:
19 მარტი, 30 მარტი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული
31 მარტი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №179/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 09 მარტის N286846 ბრძანება
- სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორი
- დაფინანსების განაწილების წესი
- კონკურსის პირობები (დანართი N1)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N2) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი N3)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი N5) - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი N6) - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი N7- (GEO/ENG)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი N8 - (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის შემდეგ (დანართი N9)
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N12) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი N13)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი N16) - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი N17) - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი N7- GEO/ENG)
- პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი N14 (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ (დანართი N18)
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ კონკურსის დებულებას - მინისტრის ბრძანებას, ასევე - ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
კოორდინატორები:
ქეთევან გორგაძე
შორენა დარჩიაშვილი
+(995 32) 2 200 220 (44 02)
გისურვებთ წარმატებებს!