ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსს
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.
კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში.
გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია, საჯარო კონკურსის წესით. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტები.
კონკურსზე პროექტის დარეგისტრირება და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.
პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია უხელმძღვანელოს მხოლოდ ერთ პროექტს. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები (FR, AR, DI).
ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია ჩართული იყოს ჯამში მხოლოდ ორ პროექტში. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- 16 ივნისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება;
- 19 ივნისი, 2017 - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება;
- 23 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა;
- 30 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა, კონსულტაცია ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში;
- 7 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3 - სარეგისტრაციო ფორმა, კონსულტაცია ჩატარდება ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ჭავჭავაძის 32).
- 14 ივლისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტაციის დასრულება (ბოლო ვადა);
- 19 ივლისი, 16:00 სთ - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილება;
- ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №74 ბრძანება;
- ფონდის გენერალური დირექტორის N74 ბრძანებაში ცვლილების შესახებ;
-
გენერალური დირექტორის ბრძანება #143 საპროექტო განაცხადის მოხსნის შესახებ
- კონკურსის პირობები – დანართი 1;
- პროექტის თავფურცელი – დანართი 2, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- საპროექტო წინადადება – დანართი 3, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV) – დანართი 4, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება – დანართი №5, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი – დანართი №6, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის რეზიუმე – დანართი №8, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ – დანართი №9, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- უცხოელი მეცნიერის თანხმობის წერილი – დანართი №10, ინგლისურ ენაზე;
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ – დანართი 11, ქართულ ენაზე;
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი – დანართი №12, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი – დანართი №13, ქართულ ენაზე;
- ხშირად დასმული კითხვები.
- ხშირად დასმული კითხვები (განახლებული)
- განცხადება ხარვეზის გამოსწორების მიზნით დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ
კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
- პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია კონკურსის ელექტრონულ ბაზაში – 2017 წლის 19 ივნისიდან 14 ივლისის 16:00 საათამდე.
- ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში - 2017 წლის 19 ივლისის 16:00 საათამდე.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:
ნინო გაჩეჩილაძე:
gachechiladze@rustaveli.org.ge
ქეთევან გაბიტაშვილი
თორნიკე სხირტლაძე
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!