შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR - 30/25:  “ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორის მანანა ქარჩავას ხელმძღვანელობით.

სამეცნიერო პროექტის მიზანი იყო ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება, რომლებიც  არა მარტო დაიცავდნენ ორგანიზმს   ჭარბი ნახშირწყლებისაგან, არამედ შეძლებდნენ ორგანიზმის დამცავი ფიზიოლოგიური   მექანიზმების   გააქტიურებას, იმუნიტეტის ამაღლებას, ზოგადად ორგანიზმის საერთო მდგომარეობის ნორმალიზებას და შედეგად დიაბეტიანი ადამიანის ცხოვრების თავისუფლების ხარისხის გაზრდას. 

შედეგი/პროდუქტი: 

  • დამუშავებულია სამომხმარებლო ბაზრისათვის თვისობრივად ახალი პროდუქტების, მაღალი კვებითი ღირებულების  დიაბეტური დანიშნულების შემდეგი საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგიები:  ხორბლისა და ხილის (ვაშლის, კომშის, ფეიჰოას, ციტრუსის) დიაბეტური კრეკერები,  დიაბეტური გალეტი, დიაბეტური კექსი, სააღდგომო „კულიჩი”, თაფლაკვერა, ნუშის ნამცხვარი,  თხილის ნამცხვარი, ნიგვზის ნამცხვარი,  ხაჭოს ნამცხვარი და ტორტი,  დიაბეტური არაჟნის ტორტი, დიაბეტური ნიგვზის ტორტი და შაქარლამა;  ტორტი და შაქარლამა ხილის ფქვილით,   სამარხვო ტორტი და შაქარლამა.
  • დამუშავებულია დიაბეტური დანიშნულების უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიები საქართველოს  მინერალური წყლების ფუძეზე.
  • სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, საგრანტო პროექტის (GNSF/ST 07/7 – 256 ,,დიაბეტური დანიშნულების პურისა და ფქვილოვანი ნაწარმის ტექნოლოგიების დამუშავება’’) ფარგლებში ასევე დამუშავებულია  დიაბეტური დანიშნულების პურის (ცილოვან - ბოჭკოვანი პური, ვიტამინშემცველი  პური,  იოდშემცველი პური;  დაბალკალორიული ლავაში),  ფქვილოვანი კულინარული ნაწარმის (დიაბეტური ხაჭაპური,  პიცა, ხინკალი),   დიაბეტური ფუნთუშისა და დიაბეტური  მაკარონის  ტექნოლოგიები.

ტექნოლოგიების სიახლე დადასტურებულია საქართველოს პატენტებით:

  • დიაბეტური ცილოვან - ბოჭკოვანი პური (პატენტი   P  4168)
  • ვიტამინშემცველი დიაბეტური პური (პატენტი P 5614)
  • იოდშემცველი დიაბეტური პური (პატენტი P 5631)
  • დიაბეტური დაბალკალორიული ლავაში (პატენტი P 5834)
  • დიაბეტური ხაჭაპური (პატენტი P 5835)
  • დიაბეტური ფუნთუშა  (პატენტი P 5836)
  • დიაბეტური პიცა (პატენტი P 5837)
  • დიაბეტური ხინკალი   (პატენტი P 5263)
  • დიაბეტური მაკარონი (პატენტი P 5264)

გაკეთებულია  განაცხადები პატენტების მოსაპოვებლად შემდეგ ტექნოლოგიებზე:

  • დიაბეტური თაფლაკვერას მიღების ხერხი (განაცხადი   №13501/01)
  • ინგრედიენტთა კომპოზიცია დიაბეტური კრეკერისათვის (განაცხადი  №13647/01)
  • ინგრედიენტთა კომპოზიცია მაღალი ბიოლოგიური ღირებულების დიაბეტური დანიშნულების სასმელისათვის (განაცხადი №13696/01)

ახალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ დამუშავებული ნაწარმის დაბალ გლიკემიურ და  ინსულინურ ინდექსებსა და მაღალ კვებითი ღირებულებას.

დაბალი გლიკემიური ინდექსი მიღწეულია: ფქვილოვან ნაწარმში  ნედლი წებოგვარას შემცველობის გაზრდის გზითა და  სახამებლის დაბალი შემცველობის მქონე  დაბალგლიკემიური და დაბალინსულინური (პურფუნთუშეულისა და ფქვილოვანი საკონდიტრო პროდუქტისათვის არატრადიციული) მცენარეული ნედლეულის გამოყენებით.

დიაბეტური ნაწარმისათვის მაღალი კვებითი ღირებულების უზრუნველსაყოფად ახალ ტექნოლოგიებში გამოყენებულია  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ადგილობრივი მცენარეული ნედლეულის ფუძეზე მიღებული ნატურალური ცილოვანი, ბოჭკოვანი, ვიტამინური, ანტიოქსიდანტური დანამატები, ხილ-კენკრის პროდუქტები, სამკურნალო მცენარეები და საქართველოს მინერალური წყლები.

ყველა დამუშავებულ ნაწარმს გავლილი აქვს კლინიკური აპრობაცია საქართველოს ვ. ივერიელის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიის და დიეტოლოგიის ცენტრში და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს – „წმინდა დავით აღმაშენებლის საეკლესიო ქსენონში“. ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე დადასტურებულია ახალი ნაწარმის დაბალგლიკემიურობა (45 ერთეულზე დაბალი გლიკემიური ინდექსით) და მიღებულია რეკომენდაციები  დიაბეტის (ტიპი 2)  პრობლემების მქონე პაციენტთა კვებაში   დასანერგად.

ახალი ტექნოლოგიებით მიღებულმა ყველა ნაწარმმა გაიარა საწარმოო გამოცდა ქ. ქუთაისის ფართოპროფილიან კვების საწარმო (ფაბრიკა-დამამზადებელი) -შპს „გურმანში“,   შედგენილია საწარმოო გამოცდის აქტები და დამტკიცებულია დროებით ტექნოლოგიური ინსტრუქციები.

მიღებული პროდუქტი არის არა მხოლოდ დიაბეტური დანიშნულების, არამედ იგი არის დიეტური დანიშნულების პროდუქტი ჭარბი წონის, დისლიპიდემიის და მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანთათვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - არის ჯანსაღი კვების პროდუქტი ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანისათვის.

იხილეთ პრეზენტაცია