შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - SS/12/1-20/14

2014 წლის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამაში გაიმარჯვა პროექტმა N SS/12/1-20/14, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით.

სკოლის პროგრამისა და სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, უცხოელ მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრული იყო 10-12 მონაწილით. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობას შეადგენდა 6 კვირაა (აქედან 5 კვირა ქართული ენის ინტენსიური სწავლებისთვის და ლექციები ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში). ქართული ენის ინტენსიური სწავლებისთვის მსმენელები ქართული ენის ცოდნის დონის მიხედვით დაყოფილ იქნენ რამდენიმე ჯგუფებად. ენის სწავლებას უძღვებოდა ერთი უფროსი პედაგოგი და რამდენიმე მასწავლებელი. სალექციო და სემინარული მეცადინეობა ქართულ ენაში მიმდინარეობდა ყოველდღიურად 4 აკადემიური საათის ხანგრძლივობით. ყოველდღიურად თითოეული სტუდენტი ინდივიდუალური მასწავლებლის დახმარებით გადიოდა პრაქტიკულ მუშაობის 1 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.          

საზაფხულო სკოლის ფარგლებში უცხოელი მსმენელები გაეცნენ საქართველოს ძველ და თანამედროვე კულტურულ ცხოვრებას: ყოველი კვირის ბოლოს ტარდებოდა ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. საორგანიზაციო ჯგუფმა მოამზადა საგანგებო საპრეზენტაციო მასალა. ექსპედიციების შემდეგ ჩატარდა ვორქშოფები, რომლებზეც ”სკოლის” მონაწილებმა შეაჯამეს  ექსპედიციის შედეგები. გამოიცა ბუკლეტები და ბროშურები ბუკლეტის „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა 2014“ .