შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV)

2015  წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, N 03/20, სათაურით - ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის, ასისტენტ პროფესორის, ია ფიფიას ხელმძღვანელობით.

2015 წლის 5-10 ივლისს, ქ. მაინცში (გერმანია) ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდითა და გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მასპინძლობით გაიმართა ვაზისა და ღვინის 38-ე მსოფლიო კონგრესი, რომლის ძირითად მიზანსაც დარგში არსებული უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და პრობლემების განხილვა წარმოადგენდა. კონგრესის ძირითად მიმართულებებეს შეადგენდა: მევენახეობა, ენოლოგია, ეკონომიკა და კანონმდებლობა, უსაფრთხოება და ჯანდაცვა. სამოგზაურო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული აპლიკაცია, კონგრესზე წარდგენილ იქნა ზეპირი მოხსენების სახით ა.წ. 7 ივლისს, სექციაში მევენახეობა. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნა ქართველი მკვლევარების მიერ ქართული და სამხრეთ კავკასიის ველური ვაზის მოლეკულური გენეტიკის საკითხების კვლევის ფარგლებში. კვლევამ დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელიც სექციის სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. კვლევის მიმართ უცხოელი სპეციალისტების დაინსტერესება, ახალი სამეცნიერო კონტაქტები ადასტურებს კონგრესში მონაწილების მნიშვნელობას კვლევის სამომავლო განვითარებისა და გაფართოებისათვის.

2015 წლის 10 სექტემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სამოგზაურო გრანტის მფლობელის, ია ფიფიას მიერ წარმოდგენილი იქნა საჯარო საინფორმაციო პრეზენტაცია კონგრესში მონაწილეობისა და შედეგების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და დაინტერესებული პირები.