ფონდი აცხადებს „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ 2017 წლის საგრანტო კონკურსს
საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური კვლევითი გრანტები.
გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას ერთობლივად, პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- 10 მაისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება;
- 10 მაისი, 2017 - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება;
- 22 მაისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა;
- 2 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა;
- 9 ივნისი - ელ. ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
- 12 ივნისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა;
- 15 ივნისი, 16:00 სთ. - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
- აგვისტო, 2017 - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანება;
- ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მაისის № 50 ბრძანება;
- კონკურსის პირობები (დანართი 1);
- პროექტის თავფურცელი (დანართი 2, ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- საპროექტო წინადადება (დანართი 3, ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები - CV-ები (დანართი 4, ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხოელი მკვლევრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Commitment (დანართი 5). თანხმობის წერილი ნათარგმნი და დამოწმებული უნდა იყოს თარჯიმანთა ბიუროს მიერ.
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6, ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- პროექტის ბიუჯეტი (დანართი 7, ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 8);
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9);
- პროექტის ბიუჯეტის დეტალური ხარჯვითი კატეგორიები (დანართი 10);
- ხშირად დასმული კითხვები;
- რეგისტრაციის ინსტრუქცია
კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
- პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია ელ. ფოსტის მეშვეობით - 2017 წლის 10 მაისიდან 12 ივნისის 16:00 საათამდე.
- ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში - 2017 წლის 15 ივნისის 16:00 საათამდე.
ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს კონკურსის ელ.ფოსტის მისამართზე: he@rustaveli.org.ge
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:
ქეთევან გაბიტაშვილი
ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge
თორნიკე სხირტლაძე
ელ-ფოსტა: skhirtladze@rustaveli.org.ge
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!