ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში
კონკურსის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (შემდგომში - ფონდი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (შემდგომში - მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:
ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალის საერთო რაოდენობის მინიმუმ 30% ე.წ. „მეიარაღე მეცნიერების“ ჩართულობა. აუცილებელია „მეიარაღე მეცნიერ(ებ)ის“ მითითება ძირითად პერსონალში.
კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ასევე, სულ ცოტა 1 უცხოელი კოლაბორატორის ჩართულობა.
- საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12, 18 ან 24 თვე
- პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - ფონდისა და მტცუ-ს მხრიდან გაცემული დაფინანსება (50%:50%) არ უნდა აღემატებოდეს 70 000 აშშ დოლარს. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 დოლარს
ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა!
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება 2017 წლის 31 მარტი;
- ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება ფონდში:
- 2017 წლის 20 აპრილი 16:00 სთ.
- 2017 წლის 3 მაისი 16:00 სთ.
- 2017 წლის 24 მაისი 16:00 სთ.
- ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2017 წლის 20 მაისი.
- პროექტების მოკლე ვერსიის წარდგენის ბოლო ვადა ელექტრონულ ბაზაში 2017 წლის 1 ივნისის 16:00 სთ.
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი ხელმოწერითა და ბეჭედით დადასტურებული განცხადების შემოტანა ფონდში - 2017 წლის 5 ივნისი, 16:00 სთ.
- პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა) – 2017 წლის ივნისი;
- პროექტების მოკლე ვერსიის შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ - 2017 წლის ივლისი;
- დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე საუკეთესო ქულების მქონე არაუმეტეს 25 პროექტის სიის ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და მტცუ-ში გადაგზავნა - 2017 წლის აგვისტო;
- მტცუ-ს მიერ პროექტების სრული ვერსიის შესავსები ფორმის გაგზავნა (მინიჭებული ინდივიდუალური ნომრით) ამ მუხლის მე-7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საუკეთესო ქულების მქონე პროექტების ხელმძღვანელებისათვის და ფონდისთვის - 2017 წლის ივლისი;
- მტცუ-ს ფორმის მიხედვით მომზადებული საუკეთესო ქულების მქონე პროექტების ინგლისურენოვანი სრული ვერსიებისა და კოლაბორატორის/კოლაბორატორების თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვის წერილის ფონდში წარდგენა - 2017 წლის 8 სექტემბერის 16:00 სთ
- საუკეთესო ქულების მქონე პროექტების სრული ვერსიების, უცხოელი კოლაბორატორის/კოლაბორატორების მტცუ-ს ფორმის მიხედვით მომზადებული თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვის წერილისა და საქართველოს სახელით თანხმობის წერილის მტცუ-ში გაგზავნა ფონდის მიერ - 2017 წლის სექტემბერი
- მტცუ-ს მმართველთა საბჭოს მიერ მტცუ-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე პროექტების დასაფინანსებლად შერჩევა 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის თებერვალი;
- მტცუ-ს მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ - 2018 წლის თებერვალი- აპრილი;
- დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან, წამყვან ან/და თანამონაწილე ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2018 წლიდან.
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება 2017 წლის 5 მაისს.
ვადისა და პირობების დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!!
დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესების, ვადისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:
- საქართველოს მთავრობის დადგენილება
- ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
- კონკურსის პირობები (დანართი №1)
- საპროექტო წინადადების თავფურცელი (დანართი№2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და კოლაბორატორ(ებ)ის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 4); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6); ქართული ვერსია /ინგლისური ვერსია
- პროექტის რეზიუმე (დანართი 7); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით მისი მონაწილეობით განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეზიუმე დანართი №8); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ მინიჭებული სარეგისტრაციო შიფრის მითითებით, ხელმოწერილი პროექტის ხელმძღვანელისა და ყველა ძირითადი შემსრულებლის მიერ (დანართი 10)
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი №11) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- ბიუჯეტის ხარჯვითი კატეგორიების კლასიფიკატორი (დანართი 12);
- საბოლოო ქულის გამოთვლის წესი ბრძანება N113
დამატებითი ინფორმაცია:
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034
პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!
ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები:
ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით. დანართი N 10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული)
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:
დავით ჩიჩუას, ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge
ირაკლი გრძელიშვილს, ელ ფოსტა: grdzelishvili@rustaveli.org.ge