შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს  ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. 

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში - დანართი 12):

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  6. სოციალური მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
  • ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

კონკურსში შემოსული პროექტები შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია).  

გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.  

პროექტის მიერ 17 და უფრო დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში (მაქსიმალური 55 ქულის 30.9 % და ნაკლები %) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს არ შეუძლია 2017 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება პროექტის ხელმძღვანელის სახით.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 22 აპრილი.
  • ჯგუფური კონსულტაციები:
  1. 26 აპრილი 16:00 სთ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G კორპუსის 106-ე აუდიტორია;
  2. 5 მაისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
  3. 10 მაისი 16:00 სთ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორია (I კორპუსი);  
  4. 11 მაისი 14:00 სთ - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი;
  5. 16 მაისი 16:00 სთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია;
  6. 19 მაისი 16:00 სთ - ფონდის სააქტო დარბაზი რეგისტრაცია.

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! 

  • კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 მაისი.
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით და დეტალური ინსტრუქცია დაიდება ფონდის ვებგვერდზე).
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 ივნისი, 00:00 სთ-ის ჩათვლით  (იგივე 6 ივნისი, 24:00 საათამდე).
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 ივნისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით.
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი
  • შეფასება - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი - ოქტომბერი.

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!! 

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: 

ბიუჯეტის მართებულად შესავსებად ისარგებლეთ:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან:  

ა) პროექტის შინაარსი, რომელიც იტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: პროექტის თავფურცელი, საპროექტო წინადადება, პროექტის საერთო ბიუჯეტი, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება, პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები, უცხოელი კონსულტანტის CV (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, პროექტის რეზიუმე და პროექტის ხელმძღვანელის წინა, დასრულებული კვლევითი პროექტის რეზიუმე, უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში აიტვირთება PDF ფაილის სახით).

ამავე ნაწილის სრული, ქართული ვერსია უნდა აიტვირთოს ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PDF ფაილის სახით.

ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები უნდა გაერთიანდეს და აიტვირთოს ელექტრონულ ბაზაში ერთი PDF ფაილის სახით. დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან), პროექტის უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილის ქართული თარგმანი დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანადამფინანსებელი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თანადაფინანსების თანხმობის წერილი თანხის მითითებით და სხვა იურიდიული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ინგლისურ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. პროექტის თავფურცელი / Cover Page - დანართი №2
  2. საპროექტო წინადადება/ Project Proposal Form - დანართი №3
  3. პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები / CVs - დანართი4
  4. პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება / Budget & Justification of Budget - დანართი№5
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი/ Project Timeframe - დანართი №6
  6. პროექტის რეზიუმე / Project Summary- დანართი№7
  7. პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის რეზიუმე / Summary of Previous Research Projects- დანართი№8
  8. ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ / Host and Co-participant Institutions’ Information Form - დანართი 9
  9. უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი / Consent Letter of the Project Foreign Consultant - დანართი10

დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ განხილული იქნება ინგლისურ ენაზე შევსებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები - 2-10 დანართები.

დანართი 3 -ის (საპროექტო წინადადება) ინგლისური ვერსიის გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს, ხოლო  მთლიანობაში N 3-10 დანართების ინგლისური ვერსიების გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 35 გვერდს .

წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი არ განიხილება!!! 

ქართულ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. პროექტის თავფურცელი (დანართი №2)
  2. საპროექტო წინადადება(დანართი №3)
  3. პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები ფორმა (დანართი№4)
  4. პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი№5)
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი(დანართი №6)
  6. პროექტის რეზიუმე (დანართი№7)
  7. პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო -კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი№8)
  8. ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ (დანართი №9)
  9. კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი, თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ (დანართი№10)

დამატებით ქართულ ენაზე ერთ PDF ფაილად წარმოსადგენი იურიდიული დოკუმენტები: 

  1. ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომები, ან ცნობა)
  2. ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ქსერო ასლები
  3. წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები)
  4. თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები)
  5. თანადამფინანსებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები:

ფონდის კანცელარიაში უნდა „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ - დანართი N 11 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) და პროექტის თავფურცელი - დანართი N2 პროექტის ელექტრონული რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შიფრის მიღების შემდეგ.  

განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 9 ივნისს 16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: 

ქეთი გაბიტაშვილი   

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07)

ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge 

ვაჟა ლომიძე   

ელ-ფოსტა: vlomidze@rustaveli.org.ge

 ბიუჯეტში სტრიქონების დამატების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ლაშა კელიხაშვილს ელექტრონულ  ელ-ფოსტაზე: 
kelikhashvili@rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!