შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა AR

კონკურსის მიზანი

შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს: ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული, პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარების, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირების ან/და გამოყენების დემონსტრირების გზით.  კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი:     ინსტიტუციური

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი 3 ტიპის გამოყენებითი კვლევები:

ა) კონცეფციის დამტკიცება − მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციის (გამოცდის) გზით;

ბ) პილოტირება -  მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის ვალიდაცია რეალურ/ ინდუსტრიულ გარემოში გამოცდის/ტესტირების გზით;

გ) დანერგვითი კვლევები - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო/ინდუსტრიულ გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად.

 

კონკურსის ძირითადი პირობები

პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 24 თვე;
  • კონცეფციის დამტკიცებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 180 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5%-ის თანადაფინანსება;
  • პილოტირებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 240 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 15%-ის თანადაფინასნება;
  • დანერგვითი კვლევისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 180 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტებისათვის − 360 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 25%-ის თანადაფინანსება.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • ელექტრონული რეგისტრაცია - 2022 წლის 8 აგვისტოდან -  18 სექტემბრის 14:00 საათამდე
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები 10 აგვისტო 15:00 საათი
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია - 25 აგვისტო, 15:00 საათი
  • 9 სექტემბერი 15:00 საათი შეხვედრა
  • შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა- 2022 წლის 12 სექტემბრის 18:00 საათამდე
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა- 2022  წლის 20 სექტემბრის 18:00 საათამდე
  • რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2022 წლის  სექტემბერი
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2022 წლის ოქტომბერი
  • პროექტების შეფასება ორ ეტაპად:
  • ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება – 2022 წლის ოქტომბერი (კონკურსში მონაწილეთა ზეპირი მოხსენებების/პრეზენტაციების განრიგი პროექტების ხელმძღვანელებს ეცნობებათ 3 დღით ადრე)
  • სამეცნიერო შეფასება დამოუკიდებელი ექსეპერტიების /ექსპერტთა ჯგუფის მიერ - 2022 წლის ოქტომბერი - დეკემბერი
  • დამოუკიდებელი ექსპერტების / ექსპერტთა ჯგუფებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა - 2022 წლის დეკემბერი
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2022 წლის დეკემბერი
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2023 წლის იანვარი

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

 

  • პირობები - დანართი 1;
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში;
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG);
  • პროფესიული ბიოგრაფია - CV - დანართი 4, ივსება GMUS-ში;
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი -  დანართი 5, ივსება GMUS-ში;
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 7 (GEO/ENG);
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 8, გენერირდება GMUS-ში;
  • ხშირად დასმული კითხვები;
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია.

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
  • ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ar@rustaveli.org.ge.  შეკითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

 

კოორდინატორები: 

მირანდა თედეშვილი, ნინო აბუსელიძე 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!