ფონდი აცხადებს 2025 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს“
კონკურსის სახელწოდება:
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: MR
კონკურსის მიზანი:
მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის ტიპი:
ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
- კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
- გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
- კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- აგრარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
- პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
- ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
- მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
- დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის 16:00 საათამდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - 9 (12:00 სთ), 17, 24 ოქტომბერი
საკონსულტაციო შეხვედრის ბმულები და ზუსტი დრო გამოქვეყნდება ეტაპობრივად, შეხვედრების წინა დღეს;
- ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 26 ოქტომბერი;
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში -2025 წლის 7 ნოემბრის 18:00 საათამდე;
- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2025 წლის ნოემბერი;
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2025 წლის ნოემბერი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება - 2025 წლის ნოემბერი-დეკემბერი;
- დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის დეკემბერი.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანება
ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 ოქტომბრის № 153 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება - დანართი 3
- მაგისტრანტის, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები - CV დანართი 4, ივსება GMUS-ში
- ცნობა მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ - დანართი 5
- კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი № 6.1 GEO, დანართი № 6.2 ENG )
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 7, ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი - დანართი 8, ივსება GMUS-ში
- სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 9
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 11
- კონკურსის საკონსულტაციო პრეზენტაცია (გამოქვეყნდება მოგვიანებით)
- ხშირად დასმული კითხვები (გამოქვეყნდება მოგვიანებით)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
- ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 25 სექტემბრის 18:00 საათამდე კონკურსის ელ.ფოსტაზე: mr@rustaveli.org.ge
- ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორი:
დავით ჩიჩუა- პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4021)
კოორდინატორის ასისტენტები:
სტაჟიორი - ნინო ცოკილაური
სტაჟიორი - ტატა ოქროჯანაშვილი
იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: mr@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!