შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
ფონდი აცხადებს 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.
კონკურსის აბრევიატურა:
GFI
კონკურსის მიზანი:
ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;
ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი
- მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
- კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
- საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;
- ფონდისა და ინსტიტუტის მხრიდან პროგრამის ჯამური დაფინანსება შეადგენს 6000 ევროს.
- ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან ორი მკვლევრისათვის შეადგენს 2750 (ორი ათას შვიდას ორმოცდაათი) ევროს, რაც გულისხმობს 1750 ევროს ერთი მკვლევრისათვის (არაუმეტეს 750 ევრო ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და 1000 ევრო საცხოვრებელი სტიპენდია), ხოლო მეორე მკვლევრისათვის 1000 ევრო (საცხოვრებელი სტიპენდია).
- ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან ორი მკვევრისათვის:
ა) რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან გასულია 5 წელზე ნაკლები დრო შეადგენს 2850 ( ორი ათას რვაას ორმოცდაათი) ევროს;
ბ) რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან გასულია 5 წელზე მეტი დრო შეადგენს 3250 ( სამი ათას ორას ორმოცდაათი ) ევროს;
კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.
გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძიების ამსახველი მასალები.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 29 მაისიდან - 27 ივნისის 16:00 საათამდე;
- ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2025 წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე;
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში :
- 6 ივნისი 11 საათი - შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე
- 17 ივნისი 11:00 საათი - შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება N235ნ
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 29 მაისის ბრძანება N 73 ბრძანება.
პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები და მასალები:
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, (დანართი №2) - ივსება GMUS-ში ;
- საპროექტო წინადადება (დანართი №3) -ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი №4) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში;
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - (დანართი №5) გენერირება GMUS - ში;
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
- მეცნიერთა რეგისტრაცია გრანტების მართვის სისტემა GMUS-ში
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
კონკურსის კოორდინატორი:
თუთა შენგელია
ტელ: +995 32 2 200 220 (შიდა ნომერი 4019) (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
ელ - ფოსტა : Shengelia@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!