შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი

 

კონკურსის აბრევიატურა: CNR

 

კონკურსის მიზანი: საქართველოს და იტალიის მეცნიერებსა და კვლევით  ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა.

ერთობლივ პროექტებს ფონდი და CNR აფინანსებს თანაბრად. ამასთან, CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ  პარტნიორებს საქართველოს მხრიდან. შესაბამისი ფორმით მომზადებულ პროექტს საქართველოს მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. ხოლო, იტალიელი მეცნიერები - იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოში.

გამარჯვებული პროექტების განხორციელება უნდა დაიწყოს 2027 წლის იანვარში.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი: ჯგუფური

 

  • კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

პროექტის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS-ში) რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2026 წლის 1 აპრილიდან - 2026 წლის 28 მაისის 16:00 საათამდე.

ხოლო, ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 მაისის 17:00 საათი.

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება!

 

  • ერთობლივ კონკურსზე განაცხადის წარსადგენად იხელმძღვანელეთ თანდართული დოკუმენტებით:

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანება

 

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №388045

 

კონკურსის პირობები - დანართი 1

  • გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) წარმოსადგენი პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:

 

ა) კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 2, ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს);

 

ბ) პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 3, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით);

 

გ) საპროექტო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 4, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით);

 

დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5, ივსება GMUS-ში);

 

ე) პროექტის ბიუჯეტი (დანართი 6, ივსება GMUS-ში);

 

ვ) პროექტის მონაწილეების პროფესიული ბიოგრაფია - CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (გენერირდება GMUS პროფილიდან და იტვირთება GMUS - ში პროექტის რეგისტრაციისას PDF დოკუმენტის სახით) (დანართი 7);

 

ზ) პარტნიორი ორგანიზაციიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ დამოწმებული ხელმოწერით და მისი ქართული თარგმანი დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ (იტვირთება GMUS -ში PDF დოკუმენტის სახით);

 

თ) პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული ფიზიკური პირების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (იტვირთება GMUS-ში მეცნიერის პროფილის „განათლების“ ველში)

 

 

  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები:

 

16 აპრილი, 11:00 სთ. - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია - დასასწრებად გადადით ბმულზე

18 მაისი, 11:00 სთ. - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია - დასასწრებად გადადით ბმულზე

 

 

ელექტრონული რეგისტრაცია

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

იხილეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ CNR-ის ვებ-გვერდზე (იტალიურ ენაზე):

 

პროექტის კოორდინატორები:

 

თინათინ კუჭუხიძე

ელ-ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge

ტელ:  +(995 32) 2 200 220 (4033)

 

ნათია პაპავა

ელ-ფოსტა: papava@rustaveli.org.ge

ტელ: +(995 32) 2 200 220 (4406)

 

პროექტის ფინანსური კონსულტანტები:

 

ირაკლი იაშვილი

ელ-ფოსტა: i.iashvili1@rustaveli.org.ge

ტელ: +(995 32) 2 200 220 (4015)

 

დოდო ტალახაძე

ელ-ფოსტა: talakhadze@rustaveli.org.ge

ტელ: +(995 32) 2 200 220 (4307)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!