შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საკონსულტაციო დღეები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის.

საკონსულტაციო დღეების განრიგი:

22 აპრილი, 16:00 საათი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;

26 აპრილი, 16:00 საათი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  G კორპუსის 106-ე აუდიტორია                             

5 მაისი,  16:00 საათი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პირველი სართული სააქტო დარბაზი  - რეგისტრაცია;

10 მაისი, 16:00 საათი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  107-ე აუდიტორია (I კორპუსი) - რეგისტრაცია

11 მაისი, 14:00 საათი - აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი - რეგისტრაცია;

16 მაისი, 16:00 საათი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია (ადმინისტრაციული კორპუსი)  - რეგისტრაცია

19 მაისი 16:00 საათი  - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პირველი სართული სააქტო დარბაზი  - რეგისტრაცია;