ფონდი აცხადებს 2024 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს
კონკურსის სახელწოდება:
ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: GSDP
კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია, უზრუნველყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ჰიპოთეზების და კონცეფციების, შეუსწავლელი ან უცნობი მოვლენების, ფაქტებისა თუ მონაცემების შესწავლა-ანალიზი და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კვლევების განხორციელება; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ცოდნისა და კვლევის რესურსების შექმნას, სასწავლო პროცესებში ინტეგრაციას, საერთაშორისო გავრცელებასა და პოპულარიზაციას, ქართველოლოგიის მეცნიერებაში ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. გრძელვადიან პერსპექტივაში დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ქართველოლოგიის სფეროს გაძლიერებას და მის ჩართვას სახელმწიფო ენის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური და გუნდური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის და გრანტის მიღების უფლება აქვს:
ა) ფიზიკურ პირს, პროექტის ხელმძღვანელის სახით (ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში);
ბ) ძირითად პერსონალს, წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციასთან ერთად.
- გრანტის მიმღები პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე.
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს:
მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 24 თვეს.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს: 150 000 ლარს.
პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს/მუხლებს:
- ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
- დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
- პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯები;
- ზედნადები ხარჯები.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2024 წლის 18 ნოემბრიდან - 12 დეკემბრის 16:00 სთ-მდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - 2024 წლის 20 ნოემბერი 14:00 საათი, 2024 წლის 5 დეკემბერი 15:00 საათი , შეხვედრაზე დასასწრებად გადადით - ბმული
- ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 2024 წლის 26 დეკემბრის 16:00 სთ-მდე;
- კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზა - 2024 წლის დეკემბერი - 2025 წლის იანვარი;
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2025 წლის იანვარი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა კომისიის მიერ - 2025 წლის იანვარი-მარტი;
- დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის მარტი;
- საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2025 წლის მარტი-აპრილი.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 27 სექტემბრის №153/ნ ბრძანება;
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 12 ნოემბრის № 166 ბრძანება
ცვლილება სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 12 ნოემბრის № 166 ბრძანებაში იხილეთ ბრძანება N18
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
- კონკურსის პირობები (დანართი №1) - ქართულ ენაზე;
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2) - ქართულ ენაზე (ივსება GMUS-ში);
- საპროექტო წინადადებისI ნაწილი - პროექტის სამეცნიერო მნიშვნელობა (დანართი №3) - ქართულ ენაზე;
- საპროექტო წინადადებისII ნაწილი - პროექტის განხორციელებადობა (დანართი №4) - ქართულ ენაზე;
- პროფესიული ბიოგრაფია - CV (GEO/ENG) - დანართი №5;
- პროექტის გეგმა-გრაფიკი - (დანართი №6) - ქართულ ენაზე;
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №7) - ქართულ ენაზე;
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – (GEO/ENG) დანართი № 8;
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №9) - ქართულ ენაზე.
- საკონსულტაციო პრეზენტაცია
- ხშირად დასმული კითხვები
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული:
გრანტის მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული);
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისათვის:
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია, დეტალურად გაეცნოთ, როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე gsdp@rustaveli.org.ge
კოორდინატორები:
ნინო მაჩურიშვილი - +(995) 558 548 000
შორენა დარჩიაშვილი - +(995 32) 2 200 220 (4024)
ირინე კვირიკეიშვილი - +(995 32) 2 200 220 (4012)
იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: gsdp@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებას!