ფონდი აცხადებს 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა:
GFI
კონკურსის მიზანი:
ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;
ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
- მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
- კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
- საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;
ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან ორი მკვლევრისათვის შეადგენს 2850 ევროს, რაც გულისხმობს 1800 ევროს ერთი მკვლევრისათვის (არაუმეტეს 750 ევრო ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და 1050 ევრო საცხოვრებელი სტიპენდია), ხოლო მეორე მკვლევრისათვის 1050 ევრო (საცხოვრებელი სტიპენდია).
ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან ორი მკვლევარისათვის:
- რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან გასულია 5 წელზე ნაკლები დრო შეადგენს 2950 ევროს, რაც გულისხნობს 1,850 ევროს ერთი მკვლევრისთვის (მათ შორის 750 ევრო საერთაშორისო მოგზაურობისთვის) და 1,100 ევრო მეორე მკვლევრისთვის.
გამოყოფილი თანხიდან, 929 ევრო პირდაპირ დაფარავს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებლის, დაზღვევის, საჭიროების შემთხვევაში მატარებლით მგზავრობის და ადმინისტრაციულ ხარჯებთან, რასაც ადმინისტრირებას უწევს სააგენტო Campus France. დარჩენილი 171 ევრო ჩაერიცხება მკვლევარს, როგორც საცხოვრებელი სტიპენდიის დანამატი.
- რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან გასულია 5 წელზე მეტი დრო შეადგენს 3250 ევროს, რაც გულისხმობს 2,000 ევროს ერთი მკვლევრისთვის (მათ შორის 750 ევრო საერთაშორისო მოგზაურობისთვის) და 1,250 ევრო მეორე მკვლევრისთვის.
გამოყოფილი თანხიდან 943.70 ევრო პირდაპირ დაფარავს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებლის, დაზღვევის, საჭიროების შემთხვევაში მატარებლით მგზავრობის და ადმინისტრაციულ ხარჯებთან, რასაც ორგანიზებას უწევს სააგენტო Campus France. დარჩენილი 306.30 ევრო ჩაერიცხება მკვლევარს, როგორც საცხოვრებელი სტიპენდიის დანამატი.
კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2026 წლის 23 აპრილიდან - 2026 წლის 25 მაისის 16:00 საათამდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2026 წლის 28 მაისის 18:00 საათამდე;
- კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება - 2026 წლის ივნისი;
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2026 წლის ივნისი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის ივნისი - სექტემბერი;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება N235ნ
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 23 აპრილის N470709 ბრძანება
პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები და მასალები:
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, (დანართი №2) - ივსება GMUS-ში ;
- საპროექტო წინადადება (დანართი №3) -ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი №4) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, გენერირდება GMUS-დან;
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - (დანართი №5) გენერირდება GMUS - დან;
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
- მეცნიერთა რეგისტრაცია გრანტების მართვის სისტემა GMUS-ში
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
კონკურსის კოორდინატორი:
ნინო აბუსელიძე
ტელ: +995 32 2 200 220 (შიდა ნომერი 4016) (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
ელ - ფოსტა : abuselidze@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!