საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ მონაწილეობის თვალსაზრისით (შერჩეული სამეცნიერო სფეროები: კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა. მოცემული აქტივობისთვის ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში: 6000 ევრომდე).
პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის ,,საშუამავლო ღონისძიებებზე“ დასასწრებად განაცხადის წარდგენა ეზღუდება იმ მეცნიერებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამ სქემით მოპოვებული დაფინანსება 2014-2015 წლებში გამოცხადებულ რაუნდებში.
საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა ფონდში უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე (ფორმა მომზადებულია IncoNet EaP-ის ევროპელი პარტნიორების მიერ, იხილეთ დანართი #2 - სააპლიკაციო ფორმა). ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს განაცხადების რანჟირებულ სიას. აღნიშნული სია და შეფასებები გაეგზავნება IncoNet EaP-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერ ორგანიზაციას, რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებში“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით.
საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველების მიერ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში წარსადგენი დოკუმენტაციის სია:
- განცხადება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე (ამობეჭდილი და ხელმოწერილი, ქართულ ენაზე. იხილეთ დანართი # 7);
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ამობეჭდილი და ხელმოწერილი, ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc. ინგლისურ ენაზე. იხილეთ დანართი # 2
- გამარჯვების შემთხვევაში, აპლიკანტმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარმოადგინოს პერსონალური მოწვევა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან (დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად).
ზემოაღნიშნული პირველი ორი დოკუმენტი ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად (ელ.ფოსტის მისამართზე international@rustaveli.org.ge) PDF ფორმატში (ცალ-ცალკე ფაილებად).
საშუამავლო ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში, მეცნიერებმა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში უნდა წარმოადგინონ ანგარიში (ინგლისურ და ქართულ ენებზე, დადგენილი ფორმით, იხილეთ დანართი: №4, №5). მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა (პირველ რიგში, ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება.
დოკუმენტაციის წარდგენის ვადები:
2016 წლის 11 აპრილი, 17:00 საათი (თბილისის დროით) - 25 აპრილიდან - 15 მაისამდე დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად;
2016 წლის 1 მაისი, 17:00 საათი (თბილისის დროით) – 15 მაისიდან - 30 ივნისამდე დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად.
საშუამავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ როგორც ელექტრონულად მისამართზე: international@rustaveli.org.ge, ასევე ფონდის კანცელარიაში დადგენილ ვადებში.
მიღებული დოკუმენტაციის განხილვა მოხდება დოკუმენტაციის წარდგენის დადგენილი ბოლო ვადის გასვლიდან 10 დღის განმავლობაში.
შენიშვნა:
საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ევროპელი პარტნიორების მიერ რეკომენდებული „საშუამავლო ღონისძიებების“ ჩამონათვალი კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში.
სააპლიკაციო ფორმის ბიუჯეტის შევსებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის (2005 წლის 5 აპრილის) #220 ბრძანება (დანართი 8).
დანართები:
- მონაწილეობის წესები
- სააპლიკაციო ფორმა
- შეფასების ფორმა
- ანგარიშის ფორმა ინგლისურ ენაზე
- ანგარიშის ფორმა ქართულ ენაზე
- რეკომენდებული საშუამავლო ღონისძიებების ჩამონათვალი
- განცხადება მონაწილეობის სესახებ
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #220
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ბაქრაძე
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4406)
ელფოსტა: international@rustaveli.org.ge