ფონდი აცხადებს 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა GEOHER
კონკურსის მიზნებია:
- ვატიკანის არქივებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, გაციფრულება კვლევის მიზნებიდან გამომდინარე;
- ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისადმი ინტერდისციპლინარული და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა;
- ახალგაზრდა მეცნიერების შესაძლებლობების განვითარება ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევების სფეროში;
- კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, ქართული ხელნაწერებისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის მასალების ხელმისაწვდომობისა და ხილვადობის გაზრდა, ასევე საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება ეთიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების დაცვით.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- კონკურსის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები.
- კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა პროექტის წარმდგენს ჰქონდეს ვატიკანის არქივებში მუშაობის წერილობითი ნებართვა ან წარმოადგინოს ნებართვის მიღების პროცესის
დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
- ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში, პროექტის წარდგენა შეუძლია საქართველოს მოქალაქე მკვლევარს, რომელსაც აქვს დოქტორისან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ჯგუფური პროექტის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე მკვლევართა ჯგუფს, რომელიც შედგება არაუმეტეს სამი წევრისგან. ჯგუფურ პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 თვე.
ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ინდივიდუალური პროექტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო ჯგუფური პროექტისთვის - 60 000 ლარს.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) მკვლევარის საგრანტო დაფინანსება;
ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯები;
გ) საგამომცემლო ხარჯი.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება - 2026 წლის 4 მაისი;
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2026 წლის 4 მაისი-29 მაისის 16:00 საათი;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები;
- ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2026 წლის 20 მაისი;
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2026 წლის 5 ივნისის 18:00 საათი;
- კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება - 2026 წლის ივნისი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება - 2026 წლის ივლისი-აგვისტო;
- კომისისს შეფასებაზე დაყრდნობით, გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და დამტკიცება - 2026 წლის სექტემბერი.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 16 აპრილის N 55/ნ ბრძანება
- ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 04 მაისის №524502 ბრძანება
- შეფასების კრიტერიუმები
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები
- პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (GEO/ENG) - დანართი 3
- მკვლევარისა და მკვლევართა ჯგუფის წევრების - CV - დანართი 4, ივსება GMUS-ში;
- კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი (GEO/ENG) - დანართი 5
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 6, ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 7, ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 8
- თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (GEO/ENG) - დანართი 9
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული - გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე geoher@rustaveli.org.ge
კონკურსის კოორდინატორი:
ნინო აბუსელიძე
ტელ: +995 32 2 200 220 (შიდა ნომერი 4016); (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
კონკურსის ფინანსური კონსულტანტები:
ანა კობერიძე
ირაკლი იაშვილი
ფონდი გისურვებთ წარმატებას!