ფონდი აცხადებს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2026 წლის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა BSG
კონკურსის მიზანი
ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო ინტერესების გაღვივება და წახალისება, ინოვაციური იდეებისა და შემოქმედებითი მიდგომების გამოვლენა, სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, სტუდენტთა ჩართულობის ზრდა საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროცესებში; მათი კვლევითი უნარების განვითარებისა და სამეცნიერო კარიერის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ძირითად პერსონალს, წამყვან ორგანიზაციასთან ერთად;
- ძირითადი პერსონალი – პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
- წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასრულებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
- ძირითადი პერსონალი უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი ადამიანისაგან;
- პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი;
- პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.
- კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია Gmus-ში - http://gmus.rustaveli.org.ge - 2026 წლის 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის 18:00 საათამდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები:
3 ნოემბერი, 16:00 საათი - შეხვედრის ბმული
10 ნოემბერი, 16:00 საათი - შეხვედრის ბმული
- ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 2026 წლის 17 ნოემბრის 18:00 საათამდე;
- კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან - ნოემბერი-დეკემბერი;
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - დეკემბერი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა საკონკურსო კომისიის მიერ - დეკემბერი;
- გამარჯვებული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ - დეკემბერი;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - დეკემბერი;
- გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება - დეკემბერი.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 24 აპრილის №59/ნ ბრძანება
- სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 29 ოქტომბრის №1548382 ბრძანება
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება
- კონკურსის საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკატორი (დანართი №11)
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი №12)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები
- კონკურსის პირობები (დანართი №1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2, ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს)
- საპროექტო წინადადება (დანართი №3)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი №4, ივსება GMUS-ში)
- პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი №5, ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს)
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №6, ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის)
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი №7)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი №8)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (დანართი №9)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №10, გენერირდება GMUS-დან)
- პროექტის კონსულტანტის თანხმობის წერილი- GEO/ENG (დანართი №13)
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე bsg@rustaveli.org.ge
კონკურსის კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
+(995 32) 2 200 220 (შიდა ნომერი 44 02)
კონსულტანტები ფინანსურ საკითხებში:
მადინა გაურგაშვილი
+(995 32) 2 200 220 (შიდა ნომერი 43 05)
მარიამ ჯაბნიაშვილი
+(995 32) 2 200 220 (შიდა ნომერი 43 22)
გისურვებთ წარმატებებს!