რუსთაველის ფონდისა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსი
ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა: ( SRNSFG - GM)
კონკურსის მიზანი :
- მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება;
- ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.
საპროექტო განაცხადის ტიპი : ერთობლივი
კონკურსის ადმინისტრირება:
კონკურსის ადმინისტრირების ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება
ა) ელექტრონული რეგისტრაცია - ჯერ NARD-ის ელექტრონულ სისტემაში მისამართზე: international@ancd.gov.md და შემდეგ ფონდის ელექტრონულ ბაზაში 26 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე;
ბ) ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - 31 ოქტომბერი 17:00 საათი;
დ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პროგრამასა და პირობებთან;
ე) პროექტების შეფასება კომისიის მიერ და საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ წარდგენილი საუკეთესო პროექტების გამოვლენა;
ვ) ფონდისა და NARD-ის შეთანხმების საფუძველზე შერჩეული დასაფინასებელი პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ;
ზ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
ა)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 11 დეკემბრის, ბრძანება N133/ნ
ბ) ფონდსა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოს (NARD) გაფორმებული შეთანხმება;
გ) ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N142
- კონკურსის პირობები (დანართი №1) - ქართულ ენაზე;
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2, ნიმუში);
- პროექტის რეზიუმე (დანართი №3) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- საპროქტო წინადადება (დანართი №4)- ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- გეგმა-გრაფიკი (დანართი №5)-ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ბიუჯეტი (დანართი№6)- ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი №7);
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი №8)- ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- საპროექტო განაცხადი(დანართი 9);გენერირდება GMUS-ში.
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი(დანართი №10).
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა -პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმული
კოორდინატორი:
რუსუდან ჯობავა
ტელ: 595 041 042
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!