შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის პარტნიორობასთან „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარება“ აცხადებს კონკურსს
„ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაციები მდგრადი საზღვაო ეკოსისტემის, ბიზნესისა და საზოგადოებისთვის, ლურჯი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად“.
კონკურსის აბრევიატურა - SBEP
შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით:
- ოკეანის ციფრული ორეული ქვეაუზის მასშტაბით;
- ლურჯი ეკონომიკის სექტორების გარდაქმნა და თანაარსებობისა და საზღვაო მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურების განვითარება;
- კლიმატისთვის გონივრული დაგეგმვა და ზღვის გამოყენების მართვა რეგიონულ დონეზე;
- ლურჯი ბიორესურსები; თევზჭერა და აკვაკულტურა და ახალი ბიო პროდუქტები;
- მდგრადი სანაპირო თემები და ბიზნესები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან ორგანიზაციას, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითად პერსონალს ერთობლივად.
პროექტის ხანგრძლივობა 36 თვე (3 წელი).
კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდსა და პარტნიორობაში განაცხადი შეაქვს საქართველოში რეგისტრირებული წამყვანი ორგანიზაციის სახელით პროექტის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ პლათფორმაზე: https://proposals.etag.ee/sustainable-blue
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია სავალდებულოა ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS)-ში- 2025 წლის 6 ნოემბრიდან – 2025 წლის 17 ნოემბრის 16:00 საათამდე;
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში -2025 წლის 18 ნოემბრის 17:00 მდე.
კონკურსის შესხებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მდგრადი ლურჯი განვითარების პარტნიორობის ვებ-გვერდზე: https://www.bluepartnership.eu/funding-opportunities
კონკურსის შესახებ საინფორმაციო დღეები: 10 ნოემბერი 16:00 საათი SBEP | Meeting-Join | Microsoft Teams
11 ნოემბერი 12:00 საათი SBEP | Meeting-Join | Microsoft Teams
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №122/ნ
ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება N 187
საჭირო მასალები და დანართები:
1. კონკურსის პირობები (დანართი №1) - ქართულ ენაზე;
2. კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2)- ივსება GMUS-ში ქართულ და ინგლისურ ენებზე;
3. პროექტის რეზიუმე (დანართი 3) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
4. საპროექტო წინადადება (დანართი №4)- ქართულ და ინგლისურ ენებზე;
5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №5) ივსება GMUS-ში;
6. პროექტის ბიუჯეტი- (დანართი №6) ივსება GMUS-ში;
7. პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 7) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას;
8. ცნობა თანადაფინანსების შესახებ-(დანართი №8)-ქართულ და ინგლისურ ენაზე;
9. საპროექტო განცხადების ფორმა (დანართი №9)- ქართულ ენაზე;
10. ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი №10).
კონკურსის კოორდინატორები:
რუსუდან ჯობავა
ტელ : +(995 32) 2 200 220 4022 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
ელ - ფოსტა: jobava@rustaveli.org.ge