ფონდი აცხადებს 2024 წლის თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა - GTC
კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია ორი ქვეყნის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ერთობლივი
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია TUBITAK-ის ელექტრონულ სისტემაში - 2024 წლის 18 ნოემბრიდან - 2025 წლის 18 თებერვლამდე;
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2024 წლის 18 ნოემბრიდან – 2025 წლის 18 თებერვლის 18:00 საათამდე;
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2025 წლის 19 თებერვლიდან - 21 თებერვლის 17:00 საათამდე;
- საკონკურსო დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა - თებერვალი/მარტი;
- გამარჯვებული პროექტების გამოვლენა/გამოცხადება - მარტი/აპრილი/მაისი.
ჯგუფური ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები:
2024 წლის 29 ნოემბერს 11:00 საათზე, დისტანციურად ონლაინ ფორმატში, Teams პლატფორმის საშუალებით: https://shorturl.at/UVf3V
2024 წლის 6 დეკემბერს 11:00 საათზე, დისტანციურად ონლაინ ფორმატში, Teams პლატფორმის საშუალებით: https://shorturl.at/h1Yzc
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №55/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 18 ნოემბრის N 173 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:
ა) კონკურსის პირობები (დანართი 1);
ბ) კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 2, ივსება GMUS -ში პროექტის რეგისტრაციის დროს);
გ) პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 3, იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის სახით);
დ) საპროექტო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 4, იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის სახით);
ე) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 5, ივსება GMUS-ში);
ვ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 6, ივსება GMUS-ში);
ზ) პროექტის მონაწილეების პროფესიული ბიოგრაფია - CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 7, ჩამოიტვირთება GMUS პროფილიდან PDF დოკუმენტის სახით და იტვირთება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას);
თ) ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 8, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით);
ი) საპროექტო განცხადების ფორმა (დანართი 9, გენერირდება GMUS-ში);
კ) ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 10).
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმული
კოორდინატორები:
თინათინ კუჭუხიძე
ელ-ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4033)
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!