შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2024 წლის თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

 

კონკურსის აბრევიატურა - GTC

 

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია ორი ქვეყნის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი:   ერთობლივი

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია TUBITAK-ის ელექტრონულ სისტემაში - 2024 წლის 18 ნოემბრიდან - 2025 წლის 18 თებერვლამდე;
  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2024 წლის 18 ნოემბრიდან – 2025 წლის 18 თებერვლის 18:00 საათამდე;
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2025 წლის 19 თებერვლიდან - 21 თებერვლის 17:00 საათამდე;
  •  საკონკურსო დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა - თებერვალი/მარტი;
  •  გამარჯვებული პროექტების გამოვლენა/გამოცხადება - მარტი/აპრილი/მაისი.

 

ჯგუფური ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები:

 

2024 წლის 29 ნოემბერს  11:00 საათზე, დისტანციურად ონლაინ ფორმატში, Teams პლატფორმის საშუალებით: https://shorturl.at/UVf3V

2024 წლის 6 დეკემბერს 11:00 საათზე, დისტანციურად ონლაინ ფორმატში, Teams პლატფორმის საშუალებით: https://shorturl.at/h1Yzc

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №55/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 18 ნოემბრის N 173 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:

 

ა) კონკურსის პირობები (დანართი 1);

ბ) კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 2, ივსება GMUS -ში პროექტის რეგისტრაციის დროს);

გ) პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 3, იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის სახით);

დ) საპროექტო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 4, იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის სახით);

ე) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 5, ივსება GMUS-ში);

ვ) პროექტის  ბიუჯეტი ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი  6, ივსება   GMUS-ში);

ზ) პროექტის მონაწილეების პროფესიული ბიოგრაფია - CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 7, ჩამოიტვირთება GMUS პროფილიდან PDF დოკუმენტის სახით და იტვირთება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას);

თ) ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 8, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით);

ი) საპროექტო განცხადების ფორმა (დანართი 9, გენერირდება GMUS-ში);

კ) ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 10).

 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმული

 

კოორდინატორები:

თინათინ კუჭუხიძე

ელ-ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge

ტელ:  + (995 32) 2 200 220 (4033)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!