შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსს - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

კონკურსის აბრევიატურა - BS

 

კონკურსის მიზანი:

ა) ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს;  

ბ) შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგით (SRIA) გათვალისწინებული მიზნების შესრულება;

გ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარება და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელება (დისემინაცია);

დ) სხვადასხვა თაობის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება;

ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისება;

ვ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა;

ზ) სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2026წლის  1 აპრილი -  – 2026  წლის 29 აპრილის 18:00 საათამდე;
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2026  წლის  30 აპრილის  17:00 საათამდე;

 

ჯგუფური ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები:

8 აპრილი  – 11:00 საათი, დისტანციურად ონლაინ ფორმატში. შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე: შავი ზღვის საინფორმაციო შეხვედრა | Meeting-Join | Microsoft Teams

 

22 აპრილი -11:00 საათი, დისტანციურად ონლაინ ფორმატში. შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე: შავი ზღვის საინფორმაციო შეხვედრა | Meeting-Join | Microsoft Teams

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 1 აპრილის N 387478 ბრძანება  

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

 

  • კონკურსის პირობები (დანართი 1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს);
  • პროექტის რეზიუმე (დანართი 3) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • საპროექტო წინადადება (დანართი 4)  - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში;
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში;
  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 7) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ; (დანართი 8) - ივსება GMUS-ში;
  • თანხმობის წერილი/ აღწერილობითი ინფორმაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სამეცნიერო ჯგუფის / ჯგუფების ერთობლივ სამეცნიერო კვლევაში ჩართულობის შესახებ - ქართულ და ინგლისურ ენებზე   ( დანართი 9, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;)
  • საპროექტო განცხადების ფორმა (დანართი 10) - გენერირება GMUS-ში;
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 11).

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს.

 

ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია.

 

კონკურსის კოორდინატორ(ებ)ი: 

თუთა შენგელია

+(995 32) 2 200 220 (4019)

ელ-ფოსტა: Shengelia@rustaveli.org.ge (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00).

 

ნათელა პაპავა

+(995 32) 2 200 220 (4406)

ელ-ფოსტა: papava@rustaveli.org.ge ( დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09-00-18:00).

 

კონსულტანტები ფინანსურ საკითხებში 

ზურაბი აბრამიშვილი +(995 32) 2 200 220 ( 4023)  zabramishvili@rustaveli.org.ge ( დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09-00-18:00).

ავთანდილ ჯარიაშვილი +(995 32) 2 200 220 ( 4445)  jariashvili@rustaveli.org.ge ( ( დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09-00-18:00).

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!