Home print ENG  
 
ახალი ამბები
კანონმდებლობა
სახელმწიფო გრანტები
სტიპენდიები
გრანტის მიმღებთათვის
ექსპერტებისთვის
სტატისტიკა
პუბლიკაციები
სტიპენდიანტთა შრომები
საერთაშორისო თანამშრომლობა
ფოტო გალერეა
ვაკანსიები
დაგვიკავშირდით



მოვლენათა კალენდარი
<<< ოქტომბერი 2008 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
    1 2 3 4 5  
6 7 8 9 10 11 12  
13 14 15 16 17 18 19  
20 21 22 23 24 25 26  
27 28 29 30 31      

  ახალი ამბები >>
2008-10-08
თემატური კონკურსის „ილია და გლობალიზაცია“ შედეგები
2008 წლის 24 აპრილს ივლისს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა თემატური კონკურსი „ილია და გლობალიზაცია”, რომლის მიზანია ილია ჭავჭავაძის ნაშრომთა პოპულარიზაცია, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ახლებურად გააზრება თანამედროვე გლობალურ ეპოქაში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევის ხელშეწყობა, ინტერდისციპლინარული კვლევის განვითარება. . . . . . . ....
ვრცლად>>>
2008-10-08
2008 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები
2008 წლის 22 ივლისს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა საკონფერენციო გრანტების კონკურსი. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას....
ვრცლად>>>
2008-10-08
სამეცნიერო საბჭოს მორიგი სხდომა
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს შედგა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო საბჭოს მეოთხე სხდომა

 სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა:
• რუსთაველის ფონდის მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტი;
• თემატური კონკურსის „ილია და გლობალიზაცია“ შედეგები;
• საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები;
საბჭომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო დასრულებული კონკურსების შედეგების საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით....

ვრცლად>>>
2008-10-07
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების კონკურისის მეოთხე ეტაპი
ფონდში მიმდინარეობს განაცხადების მიღება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მეოთხე ეტაპისთვის. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდებიან მეცნიერები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2008 წლის 15 ოქტომბერი. . . . . . . . . . . . . . . .....
ვრცლად>>>
2008-09-30
ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) აცხადებს კონკურსს მეცნიერთათვის შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად
პროექტის მიზანია, ღიად გამოცხადებული კონკურსის გზით, იმ მეცნიერთა (მეცნიერებათა დოქტორები ან/და მათთან გათანაბრებული პირები) წახალისება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითსა ან/და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების განხრით, და გამოირჩევიან აქტიური და წარმატებული სამეცნიერო საქმიანობით. . . . . . . . . . . ....
ვრცლად>>>
2008-09-30
ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) აცხადებს კონკურსს, ახალგაზრდა მეცნიერთათვის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

პროექტის მიზანია, ღიად გამოცხადებული კონკურსის გზით, იმ ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტები და დოქტორანტები) წახალისება, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების განხრით, და გამოირჩევიან აქტიური სამეცნიერო საქმიანობით. . .

 . . . . . . . . . ....

ვრცლად>>>
2008-08-21
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების კონკურსის მესამე ეტაპის შედეგები
2008 წლის 15 აგვისტოს დასრულდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მესამე ეტაპი. რუსთაველის ფონდში სულ შემოვიდა თხუთმეტი განაცხადი. 2008 წლის 20 აგვისტოს საკონკურსო კომისიამ გამოავლინა თორმეტი გამარჯვებული მეცნიერი - დემოგრაფიის, ენათმეცნიერების, ისტორიის, კომპიუტერული ლინგვისტიკის, კულტუროლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, რომანისტიკის, ფსიქოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის სფეროებში....
ვრცლად>>>
2008-08-19
ქველმოქმედება
რუსთაველის ფონდმა თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ აიღო დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება. ფონდის თანამშრომლებმა მატერიალური დახმარება გაუწიეს დევნილებს, მიაწოდეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები..
ვრცლად>>>
2008-08-19
შეხვედრა მეცნიერებთან
14 აგვისტოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში რუსთაველის ფონდის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები. მათ მიმართეს მსოფლიო სამეცნიერო წრეებს დახმარებისთვის რუსული აგრესიის შეჩერებაში. მიმართვის ტექსტს ასზე მეტმა მეცნიერმა მოაწერა ხელი....
ვრცლად>>>
2008-08-18
შეერთებული შტატების უნივერსიტეტთა იურიდიული ფაკულტეტის დეკანების მოწოდება კავკასიაში კანონის უზენაესობის დასაცავად
ჩვენ, შეერთებული შტატების უნივერსიტეტთა იურიდიული ფაკულტეტების დეკანები, მხარს ვუჭერთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას....
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4]
ექსპერტების რეგისტრაცია >>
ელფოსტა

პაროლი



რეგისტრაცია