შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარება (SBEP)“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს

 

გამოცხადდა სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარების” 2026 წლის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსი - „მდგრადი და ინოვაციური ლურჯი ეკონომიკის განვითარება: ციფრული შესაძლებლობების ათვისება და მედეგობის გაძლიერება“

კონკურსის აბრევიატურა: SBEP

პრიორიტეტული მიმართულებები:

ა) ლურჯი ეკონომიკის სექტორების გარდაქმნა მდგრადობისა და სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველსაყოფად;

ბ) ზღვის გამოყენების მართვის გაუმჯობესება ციფრული და ეკოსისტემებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით;

გ) ზღვის ბიორესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა წარმოებისა და მოპოვების ინოვაციური მეთოდების საშუალებით;

დ) სანაპირო თემების მედეგობის გაძლიერება ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარების გზით.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური.

 

პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე (3 წელი).

 

ვინაიდან აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს SBEP-ის ტრანსნაციონალური კონკურსის ნაწილს, პროექტის ფონდში რეგისტრაციასთან ერთად, აუცილებელია პროექტის შესაბამისი კონსორციუმის სახელით რეგისტრაცია SBEP-ის პარტნიორობის ოფიციალურ პორტალზე: https://proposals.etag.ee/sustainable-blue

მეოთხე ტრანსნაციონალური კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარების (SBEP)“ პარტნიორობის ვებგვერდზე: https://www.bluepartnership.eu/funding-opportunity/sustainable-blue-economy-partnerships-fourth-joint-transnational-call

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: SBEP-ის პორტალზე პროექტის რეგისტრაციის წესებსა და პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ფონდი არ წარმოადგენს პასუხისმგებელ ინსტიტუციას.

 

ფონდში განაცხადის წარდგენის ვადები:


ფონდის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) რეგისტრაცია: 2026 წლის 6 ოქტომბრიდან - 2026 წლის 16 ნოემბრის 16:00 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 18 ნოემბერი, 17:00 საათი.

 

კონკურსის შესახებ საინფორმაციო დღეები

12 ოქტომბერი, 11:00 საათი
26 ოქტომბერი, 11:00 საათი

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №122/ნ

ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №1401576

საჭირო მასალები და დანართები:

  1. კონკურსის პირობები (დანართი №1) – ქართულ ენაზე;
  2. კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2) - ივსება GMUS-ში ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  3. პროექტის რეზიუმე (დანართი №3) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  4. საპროექტო წინადადება (დანართი №4) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №5) - ივსება GMUS-ში;
  6. პროექტის ბიუჯეტი (დანართი №6) - ივსება GMUS-ში;
  7. პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი №7) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას;
  8. ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი №8) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  9. საპროექტო განცხადების ფორმა (დანართი №9) - ქართულ ენაზე;
  10. ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი №10) - ქართულ ენაზე;

კონკურსის კოორდინატორი:

თინათინ კუჭუხიძე

ელ-ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge

ტელ:  +(995 32) 2 200 220 (4033)

 

პროექტის ფინანსური კონსულტანტები:

მადინა გაურგაშვილი

ელ-ფოსტა: gaurgashvili@rustaveli.org.ge 

 

დოდო ტალახაძე

ელ-ფოსტა: talakhadze@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!