შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოუწესრიგებელი სტრუქტურის მოდელები და მათი გამოყენება

 

წიგნი გამოიცა “შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი SP-23-692]”.

სტრუქტურულად მოუწესრიგებელი სისტემები გამდნარი ლითონებისა და მათი ნადნობების, წიდებისა და ამორფული სხეულების, ლითონური და არალითონური ფხვნილების სახით წარმოადგენენ მეტალურგიული, კერამიკული და სამანქანათმშენებლო მრეწველობის ძირითად სამუშაო ობიექტს, რომლის თვისებებიც განსაზღვრავენ საბოლოო პროდუქტის ხარისხს. ასეთი სტრუქტურულად მოუწესრიგებელი სისტემა განიხილება როგორც შემთხვევითად ჩალაგებული სფერული ნაწილაკების სტატისტიკური ერთობლიობა. ჩალაგების სიმჭიდროვის კოეფიციენტის ექსპერიმენტული კვლევის, ვორონოის მრავალწახნაგების სტატისტიკურ-გეომეტრიულ თვისებებზე სისტემატური დაკვირვებისა და განლაგების თეორიის გამოყენებით დადგენილია სტრუქტურული უწესრიგობის ტოპოლოგიური კანონზომიერებანი. წიგნი განკუთვნილია თხიერი მდგომარეობის პრობლემით, ლითონური ნადნობების ფიზიკური ქიმიით, ამორფული
მასალებითა და დისპერსული სისტემებით დაინტერესებული მკითხველისათვის, ზოგადად კი ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს გაერკვეს მოუწესრიგებლობის არსში.
 ნაშრომი შესრულებულია სსიპ - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????