შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ტყის გენეტიკური რესურსების ინვენტარიზაციის მასალები

 

ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტი #FR17_621, "ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“].

ნაშრომში წარმოდგენილია ინფორმაცია ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლის შესახებ, რომელთა უმეტესობა გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება. ინვენტარიზაცია ჩატარდა ტყის მერქნიანი სახეობების – ქართული ნეკერჩხლის (Acer ibericum M.Bieb.), იმერული მუხის (Quercus imeretina Steven ex Woronow), წვრილფოთოლა ცაცხვის (Tilia cordata Mill.), შიშველი თელის (Ulmus glabra Huds.), უთხოვრის (ურთხელი) (Taxus baccata L.), ევფრატის ტურანგის (თურანულა) (Populus euphratica Oliver) და ასევე იშვიათი სახეობის ქართული ნუშის (Amygdalus georgica Desf.) ბუნებრივ არეალში. აღწერილია მათი კორომები, მიკროჯგუფები და ცალკეული ინდივიდები, იდენტიფიცირებულია სათესლე უბნები, შედგენილია გავრცელების ამსახველი წერტილოვანი რუკები. წარმოდგენილია სიახლეები, რომელიც ეხება შესწავლილი სახეობების გავრცელებასა და მდგომარეობას. წარმოდგენილი მასალები სამომავლოდ შექმნის საფუძველს, რათა საქართველოში დაზუსტდეს თითოეული სახეობის გადაშენების საფრთხის კატეგორია ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) შესაბამისად. ინვენტარიზაციის მასალების სტრუქტურა ნაწილობრივ შესაბამისობაშია ევროპის ტყის გენრესურსების პროგრამასთან. შექმნილია მონაცემთა ბაზა შესაბამისი ფოტო მასალით. ავტორები არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე პროექტის ფარგლებში ზოგიერთი სახეობის არეალში დარჩა ლოკაციები, სადაც ვერ მოხერხდა შესაბამისი აღწერების ჩატარება.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????