შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ათონის მწიგნობრულ-ლიტერატურული სკოლის ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობა, ნაწილი I, ექვთიმე ათონელი (მთაწმიდელი), ტომი III

 

ექვთიმე ათონელის მიერ ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის მე-3 ტომში შესულია 3 ჰაგიოგრაფიული თხზულება: „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატ მღდელთმოძღურისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკისა სიკილიისა“, „წამებაჲ წმიდათა და ყოვლადქებულთა მოწამეთაჲ აკეფსიმა, იოსებ და აითალაჲსი“ და „წამებაჲ წმიდისა მენაჲსი და ერმოგინესი და ევღრაფოჲსი.“ ტომის მოცულობამ შეადგინა 683 გვერდი.

„ბაგრატის ცხოვრებისა და მოქალაქობის“ ტექსტის შესწავლამ დამატებითი საბუთები გამოავლინა იმის სამტკიცებლად, რომ ნაწარმოებში აღწერილი ამბები არ შეესაბამება I საუკუნეს. „წმიდა მენას, ერმოგენესა და ევღრაფოს წამების“ ტექსტებს არცერთ ენაზე, გარდა ძველი ქართულისა, არ ერთვის წმიდა მენას სასწაულები. პროექტის კოორდინატორის, სოფიო სარჯველაძის, აზრით, აქ ორი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს: 1. ან ექვთიმე ათონელმა მოიძია, გამოკრიბა და დაურთო წმიდა მენას 3 სასწაულის ტექსტი წამების შესახებ თხრობას; 2. ან არსებობდა და დღეს დაკარგულია ბერძნული დედანი, სადაც „წამებას“ ერთოდა სასწაულებიც.

გამოცემაში შესულია ბერძნული ტექსტები და თხზულებათა ინგლისური თარგმანები. ტომი აღჭურვილია სრულყოფილი კრიტიკული აპარატით: ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური გამოკვლევით, კომენტარებით, საძიებლებითა და ლექსიკონით. გამოცემას ახლავს ბერძნულ წყაროებთან ქართული თარგმანების მიმართებისა და თხზულებათა შემცველი ნუსხების ურთიერთმიმართებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები, ხელნაწერთა აღწერილობები, ასევე, ენობრივი მიმოხილვა.

გამოცემა მომზადდა ფუნდამენტური პროექტის ფარგლებში: „ათონის მწიგნობრულ-ლიტერატურული სკოლის ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის ელექტრონული აკადემიური გამოცემა (ნაწილი II)“ (გრანტი #FR-21-4884). პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ქეთევან გიგაშვილი.

მონოგრაფიის  ელექტრონული  სრული  ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔