შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ

 

 პროექტი “ FR17-554 დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის (1600-1662) ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა)“ ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

წიგნში `დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ~ წარმოდგენილია მეფეების: გიორგი X-ის, ლუარსაბ II-ის, ბაგრატ-ხანის, სიმონ-ხანის, თეიმურაზ I-ის ქრონოლოგიურად დალაგებული საისტორიო საბუთები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები. ტექსტები გამართულია აკადემიური სტანდარტით, ერთვის სათანადო სამეცნიერო აპარატი. წყაროებს დართული აქვს კომენტარები.

XVII საუკუნის I ნახევარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ქართლისა და კახეთის სამეფოები სპარსეთის აგრესიის გამო განადგურების საფრთხის წინაშე იდგანენ. ქართველი მეფეების ნაწილი სპარსეთს შეუწყნარებელ ბრძოლას უცხადებდა (გიორგი X, ლუარსაბ II, თეიმურაზ I), მეფეთა ნაწილი კი (ბაგრატ-ხანი, სიმონ-ხანი,როსტომი) პროსპარსული ორიენტაციის იყო, შესაბამისად, გახლეჩილი იყო ქართული საზოგადოებაც.

მოცემული პერიოდის დოკუმენტური წყაროები, ძირითადად, ქვეყნის საშინაო მდგომარეობას ასახავენ, ვინაიდან საბუთის ადრესატები, უმრავლეს შემთხვევაში, ადგილობრივი ფეოდალები არიან. ცხადია, დოკუმენტებში ჩანს ქვეყნის საგარეო ვითარებაც, რამდენადაც იგი საშინაო მდგომარეობას განაპირობებდა.

მოცემული პერიოდის დოკუნეტები რამდენიმე მიმართულებით გვაწვდიან მნიშვნელოვან ცნობებს:

1. ახალი ფეოდალური ერთეულების ჩამოყალიბება ქართლისა და კახეთის სამეფოებში. (სამცხე-საათაბაგოდან მიგრირებული თავადების დამკვიდრება აღმოსავლეთ საქართველოში).

2. მეფეებისა და ფეოდალების ურთიერთობა და ფეოდალის “ერთგულების“ გარანტი სტაგნაციურ საზოგადოებაში.

3. შაჰ აბას I-ის მცდელობა ქართული ფეოდალური ურთიერთობების მოსაშლელად და მისი დამოკიდებულება ქართველი თავადებისადმი.

4. მუსლიმი მეფეების მიერ გაცემული საბუთების დიპლომატიკური თავისებურებები.

 დოკუმენტური მასალის საფუძველზე მოხდა სხვადასხვა ისტორიული პირის იდენტიფიცირება და მათი მოღვაწეობის შევსება აქამდე უცნობი დეტალებით.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????