შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმებისა და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება

 

პროექტი ,,ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმებისა და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება" განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი FR 17_85).

აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს პირველ კვლევას ესპანური საკუთარი სახელების ქართულად მართლწერის შესწავლის შესახებ, სადაც საკუთარ სახელებს და ტერმინებს განვიხილავთ მათი ეტიმოლოგიის, შინაარსის, ლექსიკური კომპონენტის მიხედვით, ფონეტიკურ და მორფოლოგიურ ჭრილში, ასევე სოციო-პოლიტიკური, სოციო-კულტურული რეალობისა და კონტექსტის გათვალისწინებით. მათი მართებული თარგმნა მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებასა და არსებული ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს. ნაშრომის მიზანი იყო სიტყვებისა და სახელწოდებების ახსნა-განმარტება, ორთოგრაფიულად გამართვა და ესპანურ და ქართულ ენებზე ადაპტირება, რომლებიც გვხვდება ლიტერატურაში, ოფიციალურ დოკუმენტებსა და ზეპირმეტყველებაში. შესაბამისად, ჩვენი ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, განხილული
თემატიკის ერთიანი სტანდარტიზაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის ნაწილი განხორციელდა ესპანეთში, ალკალა დე ენარესის უნივერსიტეტში თარგმანისა და ინტერპრეტაციის კათედრაზე, ასევე ბარსელონას პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში თარგმანისა და ენის მეცნიერებათა აკადემიურ საკოორდინაციო განყოფილებაში.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????