შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია ქართულ კულტურულ სივრცეში (მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე)

 

 

  წიგნი მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია მე-17 – მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ კულტურულ სივრცეში“ (№217722) – ფარგლებში.

 ნაშრომი ეთმობა ქართულ-ფრანგული ინტერკულტურული ურთიერთობის ძირითადი მიმართულებების კვლევას XVII საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე, ფართო ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში.
იზოლაცია აზარალებს ნებისმიერ კულტურას, მხოლოდ კულტურულ ღირებულებათა ურთიერთგაცვლა და აზრთა გაზიარება, ეროვნული ნიადაგის შენარჩუნებით, არის კულტურული წინსვლის აუცილებელი პირობა. ილია ჭავჭავაძეს „ევროპეიზმის უპირველეს და მთავარ ნიშნად, უწინარეს ყოვლისა, ეროვნულ ასპექტში გაშუქებული საზოგადო სატკივრის ასახვა“ მიაჩნდა (დავით ლაშქარაძე, „ევროპეიზმის პრობლემა ქართულ ლიტერატურაში“, თბ., 1977, გვ. 21). ამ მოსაზრების სისწორე ისტორიამ დაადასტურა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპეიზმი ქართული თეატრის განვითარების ძირითად მიმართულებად იქცა და უაღრესად დადებითი როლი ითამაშა მის შემდგომ განვითარებაში. ევროპის ქვეყნებთან კონტაქტმა, იქაური სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული მიღწევების
გაცნობამ, რუსეთის იმპერიის ფარგლებშიც კი, სტიმული მისცა ახალი მიმართულებების და თემების შემოტანას ქართულ დრამატურგიასა და თეატრში. ქართული თეატრის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა ევროპულმა, განსაკუთრებით ფრანგულიდან თარგმნილმა და გადმოკეთებულმა პიესებმა. წიგნი სწორედ ამ საკითხების გააზრებას ემსახურება.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????