შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინტერფერენტული პროცესები წოვათუშურ ენაში ბილინგვიზმის საფეხურებთან მიმართებით

 

მონოგრაფია მომზადდა ფუნდამენტური პროექტის - „საფრთხეში მყოფი ენები და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა (წოვათუშური ენის მაგალითზე, IV ნაწილი)“ (გრანტი #FR-18-11950) - ფარგლებში. მასში საფუძვლიანადაა შესწავლილი წოვათუშურ ენაზე ქართული ლინგვისტური გავლენების ხასიათი და მასშტაბები ენის ყველა დონეზე ბილინგვიზმის საფეხურებთან მიმართებით; გაანალიზებულია თითოეული ინოვაციის ბუნება და ახსნილია მისი საფუძველი; გამოკვეთილია ზოგადი კანონზომიერებები, რაც წოვათუშური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგია-სინტაქსისა თუ ლექსიკის სფეროში დაფიქსირდა წოვათუშურ-ქართული ენობრივი კონტაქტის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე; შემოთავაზებულია მზა რეცეპტები ზოგადი ლინგვისტიკის აქტუალურ თემებზე: რა ქცევებით ხასიათდება საფრთხეში მყოფი ენა ბილინგვიზმის განვითარების თითოეულ ეტაპზე და როგორ იცვლება ეს ქცევები ორენოვნების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის დროს, ასევე, რა ლინგვისტური მოლოდინები შეიძლება გვქონდეს სხვა ენობრივი წყვილების მიმართ, რომლებიც ანალოგიურ ბილინგვურ გარემოში ფუნქციონირებენ.

მონოგრაფია ძვირფასი შენაძენია კავკასიოლოგიისთვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს წოვათუშური ენით, ენათა კონტაქტის, ბილინგვიზმისა და ინტერფერენციის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????