„კოდორული სვანური“
წიგნი „კოდორული სვანური“ (გამოკვლევები, ლექსიკონი, ტექსტები)“ წარმოადგენს სვანური ენის კოდორული ინტერფერენციული მეტყველების აკადემიურ კვლევას, რომელიც, წმინდა ლინგვისტურის გარდა, მოიცავს ზოგადლინგვისტურ, სოციოლინგვისტურ, ლინგვოკულტუროლოგიურ სფეროებს. ნაშრომში ზემოაღნიშნული საკითხები შესწავლილია კოდორის ხეობის მოსახლეობის სვანური მეტყველების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე 2008 წლამდე მოპოვებული მასალების შედარების გზით შესაბამის მონაცემებთან სამკვიდროდან იძულებით აყრილი იმავე ხალხის დევნილობის პირობებში ავტორთა მიერ შენიშული ეთნოლინგვისტური სიტუაციის გათვალისწინებით (ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში ჩასახლებულთა მაგალითზე). წიგნში ასევე შესულია ვრცელი სამენოვანი (სვანურ-ქართულ-გერმანული) ლექსიკონი და სვანური ტექსტები პარალელური ქართული განმარტებითურთ.
წიგნი გამოადგებათ ქართველური ენებით (კერძოდ, სვანურით) და, საზოგადოდ, ქართველოლოგიით დაინტერესებულ პირებს.
ნაშრომი წარდგენილია საქართველოს ეროვნულ პრემიაზე.
წიგნის ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე