საქართველოს კათოლიკური მისიების ლექსიკოგრაფიული მემკვიდრეობა უცნობი ავტორი ქართული ენის გრამატიკა და ლექსიკონი
მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [HE-21-977].
კვლევითი პროექტი „საქართველო ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან“ 2021 წლიდან ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (HE-21-977). კვლევის ფოკუსში მოქცეულია:
1. ევროპული რელიგიური მისიების დღემდე უცნობი ლექსიკოგრაფიული წყაროები, რომლებიც სხვადასხვა პერსპექტივიდან აღწერს საქართველოში კათოლიკური
ინკულტურაციის,1 კერძოდ, უცხოელი მისიონერების მიერ სხვადასხვა ხასიათის ქართულენოვანი ლიტერატურის (რელიგიური, ფილოლოგიურ-ისტორიული), მათ შორის ორენოვანი და განმარტებითი ლექსიკონების, შექმნისა და გავრცელების პროცესებს. წინამდებარე კრებულში პირველად ქვეყნდება ამ ტრადიციის ორი მნიშვნელოვანი ლექსიკოგრაფიული ნაშრომი:
ა) უცნობი ევროპელი მისიონერის, სავარაუდოდ, გერმანულენოვანის, მიერ ლათინურ ენაზე შედგენილი ქართული ენის მოკლე გრამატიკა, ლექსიკონი და ფრაზეოლოგიური სასაუბრო.
ბ) ემანუელე და იგლესიასის მიერ XIX საუკუნის II ნახევარში შედგენილი არასრული
ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონი, ქართული ენის გრამატიკულ კანონზომიერებათა მოკლე მიმოხილვა. ამჯერად ქვეყნდება ამ ლექსიკონის პირველი, ქართულ-იტალიური ნაწილი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფილოლოგიურ-ლექსიკოგრაფიული ნაშრომების პუბლიკაცია ახალი ეტაპია XVII-XIX საუკუნეების საქართველოს ევროპული მისიების საქმიანობის, განსაკუთრებით კათოლიკური ინკულტურაციის პროცესების
შესწავლაში. ვგულისხმობთ უცხოელი მისიონერების მიერ შედგენილ აქამდე უცნობ
ლექსიკონებს, გრამატიკულ, ეგზეგეტიკურ, ჰომილეტიკურ თუ პოლემიკურ ლიტერატურას, ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიებში ქართულ ენაზე ლიტურგიკული მიზნებისთვის შედგენილ ბიბლიის განმარტებებს, ქადაგებებს.
წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: