შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოში აღმოჩენილი პრეისტორიული ქსოვილები

 

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [FR-19-21843].

საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ არქეოლოგიური ქსოვილის შესწავლით შესაძლებელია წარმოდგენა შეგვექმნას, როგორც დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებული ტენდენციების, ასევე შინა მრეწველობის ისეთი დარგის განვითარების შესახებ, როგორიც იყო საფეიქრო საქმიანობა. რთული წარმოსადგენი არ არის, რაოდენ საინტერესო და ამავდროულად რთულია, არქეოლოგიური ქსოვილის ნაწარმის შესწავლა. ჩვენ შესაძლოა მეტ-ნაკლებად ვიცით წარსულის რწმენა-წარმოდგენების, კულტისა თუ სოციალური მოვლენების შესახებ, მაგრამ იმდროინდელ ტექნოლოგიებს, ჯერ კიდევ თანამედროვე ინდუსტრიული თვალთახედვით ვუდგებით, სადაც რაციონალურობა, პრაქტიკულობა და მიზანი განსხვავებულია, ამიტომ თითოეული მსაგვსი კვლევა და პუბლიკაცია დიდი ინაფორმაციის მატარებელია უძველესი კულტურების შესწავლის საქმეში. მსოფლიოს უძველესი ქსოვილების შესწავლისათვის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში აღმოჩენილი, პუბლიკაციაში მოცემული ბრინჯაოს ხანის ქსოვილის ნიმუშები. პუბლიკაციაში წარმოდგენილ კვლევებზე და მასალებზე დაყრდნობით კი, საქართველო უდაოდ იკავებს საპატიო ადგილს, როგორც საფეიქრო წარმოების ერთ-ერთი უძველესი კერა. მადლობას ვუხდი პროექტის მონაწილეებს და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????