სვანური ტოპონიმიკა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სვანური ტონპონიმიკა (ფუნდამენტურ-გამოყენებითი გამოკვლევა ტოპო-ნიმური ლექსიკონითურთ)“ წარმატებით განხორციელების შედეგად გამოიცა ვრცელი მონოგრაფიული ნაშრომი დიდძალი ტოპონიმური მასალის შემცველი ლექსიკონით. ორნაწი-ლიანი წიგნის I ნახევარში დაიბეჭდა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ამბაკო ჭკადუას მიერ სვანეთის ტერიტორიაზე მოპოვებული და აღნუსხული ტოპონიმური მასალა, რო-მელიც სასკოლო რვეულის ფურცლებზე იყო ჩაწერილი. ზემოთ დასახელებულ პროექტზე მომუშავე ჯგუფმა (ე. გაზდელიანი, რ. ჭკადუა, მ. საღლიანი, ლ. გიგლემიანი, ნ. შავრეშიანი) ა. ჭკადუას ხელნაწერი შრომა კომპიუტერულად დაამუშავა და გამოსცა. პარალელურად შეიქმნა ელექტრონული ვერსია. მონოგრაფია შედგება 756 გვერდისაგან.
I ნაწილში დაიბეჭდა ტოპონიმურ ერთეულთა ლექსიკონი, რითაც ხორცი შეესხმება მრავალი თაობის ლინგვისტთა ოცნებას დღის სინათლე ეხილა ხელნაწერის სახით გასული გაუკუნის 60-70-იან წლებში ჩაწერილ უნიკალურ ნაშრომს, რის შედეგადაც როგორც ქართველ, ისე უცხოელ ქართველოლოგებს ხელთ ექნებათ დიდძალი მასალა შემდგომი ტოპონიმიკური კვლევა-ძიებისათვის.
წიგნის მეორე ნაწილი ეთმობა ფუნდამენტურ გამოკვლევას სვანურ ტოპონიმთა შესახებ.
II ნაწილში დაიბეჭდა ტოპონიმური ერთეულების ფუნდამენტური კვლევა-ანალიზი. უაფიქსო ტოპონიმთა პარალელურად შესწავლილ იქნა ძირეული მორფემები, საწარმოებელი აფიქსები, კომპოზიტური ტოპონიმების ტიპები, სინტაგმური ტოპონიმები, როგორც ატრი-ბუტული, ასევე გენეტიურ მსაზღვრელიანი ტოპონიმები. დადგენილ იქნა მსაზღვრელ-საზღვრულის ისტორიული რიგი, გამოვლენილ იქნა ისეთი სახელები, რომლებიც დღეს აღარ იხმარება.
წიგნი, რომელიც დაიბეჭდა, ერთი მხრივ, ზემო-ქვემო სვანეთის თითქმის სრული მასალა ტოპონიმებისა და, მეორე მხრივ, ამ ტოპონიმთა სტრუქტურულ-სემანტიკურ-ეტიმოლოგიური ანალიზი, მეტად ფასეული იქნება თვით ენათმეცნიერთათვის და ამავე დროს მომიჯ-ნავე დისციპლინებისა და ზოგადად, ფართო საზოგადოებისათვისაც.
წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: