კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (ხელშეკრულება N BRG-II-19-137/326) ფარგლებში დიბეჭდა მოხსენებათა კრებული: კავკასიის კარი - საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე, რომელშიც თავი მოიყარა ქართველ და უცხოელ მკვლევართა სტატიებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის (ისტორიული ხევი, თრუსო) და მისი მოსაზღვრე რეგიონების ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ტოპონიმიკის, ანთროპოლოგიის, ხელოვნების ისტორიის და ა. შ. აქტუალურ საკითხებზე.