შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში

 

ინტერკულტურული კომუნიკაციის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების (გლობალიზაცია, მიგრაციები, კონფლიქტები) გამო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. საქართველო ისტორიულად გამორჩეული ქვეყანაა თავისი მრავლაფეროვნებით, რამაც განაპირობა მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციული სისტემებისა და ჯგუფთაშორისი საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება; განსაკუთრებული ეთნოგრაფიული რეალიებისა და ქცევის მოდელების განვითარება. აქ მულტიკულტურულ გარემოში უძველესი დროიდან უწყვეტი იყო ურთიერთობა განსხვავებული ეთნოკულტურული, რელიგიური თუ ლინგვისტური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის. უწყვეტი პროცესი იყო კულტურათაშორისი ურთიერთობები, მთელ რიგ რეალიათა გაცვლა და გაზიარება. დროთა ვითარებაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციეტალური სიტუაციის ცვლილება იწვევდა საქართველოს ეთნო-კულტურული რუკის ცვლილებებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა ინტერკულტურულ კომუნიკაციაზე. ამ საკითხების კვლევების შედეგები იყო წარმოდგენილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2019 წლის 24-26 ოქტომბერს თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე: ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში. წინამდებარე კრებული კონფერენციაზე წარმოდგენლი მოხსენებებს მოიცავს. მასში შესულია 16 ინსტიტუციის წარმომადგენელი 26 ავტორის სტატია. 
წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????