შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ენდოგენური პეპტიდების როლი ორგანიზმების სისტემურ თვითრეგულაციაში

 

მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: NSP21-402].

რეგულატორული პეპტიდები - ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ფართო ჯგუფია, რომელიც გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. პეპტიდები სინთეზირდება ყველა
ბიოლოგიური სახეობის ორგანიზმში, დაწყებული ბაქტერიებით და დამთავრებული ძუძუმწოვრებით. ბიოლოგიური თვალსაზრისით, რეგულატორული პეპტიდები, მრავალმხრივ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე.
ისინი მოქმედებენ, როგორც ნეირომედიატორები, ნეირომოდულატორები, ჰორმონები, ზრდის ფაქტორები, ციტოკინები და ა.შ. ყველა მრავალუჯრედიანი ორგანიზმისათვის აუცილებელია უჯრედის ფუნქციის მართვის რეგულატორული სისტემები, რომლებიც მათ გააერთიანებს ერთი მთლიანი ორგანიზმის საზღვრებში. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ითვლებოდა, რომ არსებობდა ასეთი სახის სამი სისტემა: ნერვული, იმუნური და ენდოკრინული. მიჩნეული იყო, რომ ეს სისტემები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და მათი ურთიერთქმედება წესიდან გამონაკლისი იყო. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საკმარისი სამეცნიერო მონაცემები დაგროვდა იმის შესახებ, რომ აღნიშნული სისტემების ერთობლივად მოქმედების განმსაზღვრელი ფაქტორი იყო - ბიოლოგიურად აქტიური პეპტიდები. დღესდღეობით, შესწავლილია პეპტიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, მათი სპეციფიკური მოქმედება, შემუშავებულია ფიზიოლოგიურად აქტიური პეპტიდების სინთეზური ანალოგები, განხორციელდა რეგულატორული პეპტიდების ქიმიური სინთეზი და დადასტურდა ადამიანის ორგანიზმზე მათი თერაპიული მოქმედება. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ბიოლოგიურ ორგანიზმებში ენდოგენური პეპტიდების გავლენა სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე. განხილულია მათი სტრუქტურული აღნაგობა და მოქმედების მექანიზმები. გარდა ამისა, მოცემულია როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური პეპტიდების გამოყენება და გამოყენების პერსპექტივები მედიცინაში.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????